ახალი ამბები

უცნობია, ვის კანდიდატურებს უყრის კენჭს პარლამენტი GPB-ს სამურვეო საბჭოს ვაკანტურ ადგილებზე

12 აპრილი, 2016 • 1291
უცნობია, ვის კანდიდატურებს უყრის კენჭს პარლამენტი GPB-ს სამურვეო საბჭოს ვაკანტურ ადგილებზე

უცნობია იმ კანდიდატების ვინაობა, ვისაც საპარლამენტო უმრავლესობა, უმრავლესობის გარეთ დარჩენილი დეპუტატები და ომბუდსმენი დაასახელბენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ვაკანტურ ადგილებზე.

სახალხო დამცველის ოფისში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ომბუდსმენი, რომელიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, თავის კანდიდატს დღეს დაასახელებს. ნეტგაზეთმა ჯერჯერობით ვერ შეძლო გაერკვია ‘ქართული ოცნების” გადაწყვეტილების შესახებ, საპარლამენტო უმცირესობაში კი აცხადებენ, რომ ისინი გარკვეულწილად პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ და ჯერჯერობით კანდიდატზე შეთანხმებული არ არიან.

“კრიტიკული გამოსვლა ვისაც ჰქონდა, ის ადამიანები არ დაუშვეს შემდეგ ეტაპზე. [კონკრეტულად რომელი?] მაგალითად, შემიძლია გავიხსენო ნინო ცინცაძე, რომელსაც არაჩვეულებრივი გამოსვლა ჰქონდა და  ის მოხნეს. ახლა ჩვენ ვდგავართ პრობლემის წინაშე და ვნახავთ, ვინ არიან დარჩენილები”, – ამბობს რატიანი.

გარდა იმისა, რომ კანდიდატების ვინაობა უცნობია, არსებობს გარკვეული სამართლებრივი პრობლემაც, რომელზეც პარლამენტს ჯერ განმარტება არ გაუკეთებია. საუბარია იმაზე, კონკრეტულად ვინ უნდა დაასახელოს უმრავლესობის გარეთ დარჩენილი დეპუტატების კვოტით კანდიდატი. დღეს უმრავლესობის გარეთ ის დეპუტატებიც არიან, რომლებიც თავის დროზე შესაძლოა უმრავლესობის ქვოტით მონაიწლოებდნენ წევრების შერჩევაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის-მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევმა საპარლამენტო საკონკურსო კომისიამ წარადგინა საზოგადოებრივი მაუწყებლის წევრობის კანდიდატთა საბოლოო სია შემდეგი შემადგენლობით:

მირზიაშვილი მიხეილ – 8 ქულა
სალაძე სულხან – 8 ქულა
ფუტკარაძე ირინა – 7 ქულა
ჭალაგანიძე ნინო – 7 ქულა
ლობჟანიძე გიორგი – 6 ქულა
მამალაძე ია – 6 ქულა
ნიჟარაძე გიორგი – 6 ქულა
ოსიპოვა იზაბელა – 6 ქულა
შუბაშვილი არჩილ – 6 ქულა
კუკულაძე ზურაბ – 5 ქულა
ლომოური ირაკლი – 5 ქულა
პაპავა ირაკლი – 5 ქულა
შამანაძე შადიმან – 5 ქულა

სულ ვაკანტურია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 4 ადგილი, რომელთაგან  ორი უმრავლესობის  გარეთ მყოფი პარლამენტარების,  ერთი უმრავლესობის  და ერთი სახალხო დამცველის კვოტაა. ამ სუბიექტების მიერ კანდიდატების დასახელების შემდეგ მათ კენჭს პარლამენტი უყრის.  პარლამენტმა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი მარტში გამოაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი