ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კვლევის მიხედვით, ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მნიშვნელობა იკლებს

11 აპრილი, 2016 • 1892
კვლევის მიხედვით, ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მნიშვნელობა იკლებს

NDI-ის ბოლო რამდენიმე წლის კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს შორის ტერიტორიული მთლიანობის თემის აქტუალობა იკლებს და ის სხვადასხვა ეკონომიკური ტიპის საკითხით ჩანაცვლდა.

კითხვაზე, რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, NDI-ის ბოლო, 2016 წლის მარტის კვლევის შედეგებით, წინა შედეგების მსგავსად, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი პირველ სამეულში აღარ არის და 23% -ით მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.

2016-04-11_003845

როგორც კვლევის შედეგებით ირკვევა, გამოკითხულთა უფრო დიდი ნაწილისთვის მნიშვნელოვანია: სამუშაო ადგილები – 57%, ფასების ზრდა/ინფლაცია – 35%, სიღარიბე -30%, პენსიები – 26%.

რაც შეეხება NDI-ის წინა კვლევის შედეგებს, მაგალითად, 2015 წლის ნოემბრის კვლევის შედეგებით, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს შორის მე-3 ადგილზე იყო – 29%-ით.

ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ტერიტორიულ მთლიანობას 2009 წელს [50%] ჰქონდა და მნიშვნელობის მიხედვით, მეორე ადგილი ეკავა.

Screen Shot 2016-04-11 at 1.16.52 AM

საზოგადოებრივი განწყობების კვლევა NDI-დაკვეთით CRRC- საქართველომ 2016 წლის 23 თებერვლიდან – 14 მარტის ჩათვლით ჩაატარა. NDI-ს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით სულ 3,900 ადამიანი გამოიკითხა.

კვლევის ავტორების განცხადებით, საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,6%.

მასალების გადაბეჭდვის წესი