ახალი ამბები | , ,

NDI-ს კვლევა: 2016 წელს 2013 წელთან შედარებით, ნატოს წევრობის მომხრეებმა 12%-ით იკლო

11 აპრილი, 2016 | | 2057
NDI-ს კვლევა: 2016 წელს 2013 წელთან შედარებით, ნატოს წევრობის მომხრეებმა 12%-ით იკლო

NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2013 წლის აპრილში ჩატარებული კვლევიდან 3 წლის შემდეგ ნატოს მხარდამჭერთა რაოდენობამ 12%-ით მოიკლო.

2016 წლის მარტის თვის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 68%-ისთვის მისაღებია, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. ხოლო 2013 წლის ნოემბერში ჩატარებული კვლევის შედეგად, გამოკითხულთა 80%-ისთვის მისაღები იყო ნატოს წევრობა. 2015 წლის ნოემბერში ნატოს წვერობა მისაღები იყო 70%-ისთვის.

ნატოს წევრები მხარდამჭერების რაოდენობა 2012 წლის ივნისში დაახლოებით 62% იყო, 2013 წელს მათი რადენობა 80%-მდე მიაღწია. 2012 13 წლებში თითქმის უცვლელი იყო ნატოს მოწინააღმდეგეების რადენობა, ხოლო 2013 წლის მარტში ჩატარებული კვლევების შემდეგ ნატოს მოწინააღმდეგეებმა იმატეს.

2016-04-11_011650

გამოკითხულთა 54% მიიჩნევს, რომ საქართველო ნატოსა და ევროკავშირის წევრობისგან მეტ სარგებელს მიიღებს, ხოლო 27% ფიქრობს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების ჩამოყალიბების სანაცვლოდ უარს იტყვის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე.

2016-04-11_012941

გამოკითხულთა თითქმის ნახევარი მიიჩნევს, რომ საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე კარგად ანლანტიკური სივრცის ქვეყანა ან ორგანიზაცია უზრუნველყოფს.

23% მიიჩნევს, რომ საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე კარგად უზრუნველყოფს ნატო, 13%-ს ასეთ ძალად ევროკავშირი წარმოუდგენია, ხოლო აშშ-ს 10% ასახელებს. რუსეთი საქართველოს უსაფრთხოების დამცველად გამოკითხულთა 13%-ს მიაჩნია, ხოლო ევრაზიულ კავშირს 1% ასახელებს. 32%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს,

საზოგადოებრივი განწყობების კვლევა NDI-დაკვეთით CRRC- საქართველომ ჩაატარა 2016 წლის 23 თებერვალიდან – 14 მარტამდე. გამოიკითხა 3,900 ადამაიანი. კვლევის პრეზეტნაცია ორგანიზაციამ დღეს, 11 აპრილს გამართა.

წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, ქალაქის და სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. კვლევა ჩატარდა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაში.

კვლევის ავტორების განცხადებით, საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,6%.

მასალების გადაბეჭდვის წესი