ახალი ამბები

NDI-ს კვლევა: გამოკითხულები ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად სამუშაო ადგილებს ასახელებენ

11 აპრილი, 2016 • 1954
NDI-ს კვლევა: გამოკითხულები ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად სამუშაო ადგილებს ასახელებენ

NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთათვის ყველაზე მნიშნელოვანი ეროვნული პრობლემა მათთვის და მათი ოჯახებისთვის სამუშაო ადგილებია.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 57% ასახელებს, რომ ყველაზე მნიშნელოვანი პრობლემა სამუშაო ადგილებია. 35% ფასების ზრდასა და ინფლაციას ასახელებს, სიღარიბეს – 30%, ხოლო პენსიებს – 26%.

ყველაზე დიდი პრობლემების ხუთეულის ბოლო ადგილზე ტერიტორიული მთლიანობა სახელდება. პრობლემების ჩამონათვალს აგრძელებს სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა (18%), განათლება (18%), რუსეთთან ურთიერთობა (13%), ადამიანის უფლებები (12%) და სამართლიანობის აღდგენა (9%).

ბოლო რვა წლის განმავლობაში თითქმის არ შეცვლილა სამუშაო ადგილების პრობლემურობა, ამ ხნის განმავლობაში სამუშაო ადგილების ნომერ პირველ პრობლემად რჩება.

მნიშნელოვნად შეიცვალა ტერიტორიული მთლიანობის საკითხისადმი დამოკიდებულება, თუ 2009 წელს მას ნომერ მეორე პრობლემად ასახელებდნენ (50%), 2016 წლის მარტში გამოკითხულთა ნახევარი, 23% მიიჩნევს ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ პრობლემად.

თითქმის უცვლელია სიღარიბისა და პენსიების საკითხისადმი დამოკიდებულება. 2009 წლიდან 2016 წლამდე სიღარიბე და პენსიები ამ წლების განმავლობაში ძირითადად ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებს შორის მესამე და მეოთხე ადგილებს იკავებს.

რაც შეეხება ფასების ზრდასა და ინფლაციას, ის ამ წლების განმავლობაში ყველაზე ცვალებადი შედეგით ხასიათდება. ფასების ზრდა პრობლემური იყო 2001 წელს, როდესაც 40% მეტი ასახელებდა მას რიგით მეორე პრობლემად, შემდეგ მისმა აქუტალობამ დაიკლო, თუმცა 2015 წლის აპრილში თითქმის 45%-მა დაასახელა რიგით მეორე პრობლემად. 2016 წელს მან პრობმლემების ჩამონათვალში მეორე ადგილი დაიჭირა.

2016-04-11_004733

საზოგადოებრივი განწყობების კვლევა NDI-დაკვეთით CRRC- საქართველომ ჩაატარა 2016 წლის 23 თებერვალიდან – 14 მარტამდე. გამოიკითხა 3,900 ადამიანი.

წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, ქალაქის და სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. კვლევა ჩატარდა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაში.

კვლევის ავტორების განცხადებით, საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,6%.

მასალების გადაბეჭდვის წესი