ახალი ამბები

NDI-ს კვლევა: 84% მხარს უჭერს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას

11 აპრილი, 2016 • 1321
NDI-ს კვლევა: 84% მხარს უჭერს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას

NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 84% მხარს უჭერს ევროპის კავშირთან საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებას.

გამოკითხულთა 8% მხარს არ უჭერს საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციას, ხოლო 7%-მა არ იცის.

რაც შეეხება ასაკობრივ ჭრილს,  18-35 წლის გამოკითხულთა 89% მხრს უჭერს ვიზის ლიბერალიზაციას,  5% არ უჭერს, 5%-მა კი არ იცის.

36-55 წლის გამოკითხულთა 86% მხარს უჭერს ვიზის ლიბერალიზაციას, 8% მხარს არ უჭერს, ხოლო 7%-მა არ იცის. რაც შეეხება, 56 წელზე უფრო მეტი ასაკის ადამიანებს, მათი 77% მხარს უჭერს ლიბერალურ სავიზო რეჟიმს, ხოლო 11% მხარს არ უჭერს და 11%-მა არ იცის.

გამოკითხულთა 86% აცხადებს, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2015 წლის 15 დეკემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა დადებითი ანგარიში საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაზე ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად საქართველოს მოქალაქეები 2016 წლის შუა პერიოდიდან  შეძლებენ უვიზოდ მიმოსვლას.

საზოგადოებრივი განწყობების კვლევა NDI-დაკვეთით CRRC- საქართველომ ჩაატარა 2016 წლის 23 თებერვალიდან – 14 მარტამდე. გამოიკითხა 3,900 ადამაიანი.

წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, ქალაქის და სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. კვლევა ჩატარდა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულერნოვან მოსახლეობაში.

კვლევის ავტორების განცხადებით, საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,6%.

2016-04-11_002712

მასალების გადაბეჭდვის წესი