ახალი ამბები

NDI: 66% აცხადებს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია

11 აპრილი, 2016 • 2318
NDI:  66% აცხადებს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია

NDI-ის კვლევის თანახმად, რომელიც დღეს, 11 აპრილს გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ მოსახლეობის 66% აცხადებს, რომ საქართველოს ეკონოიკური მდგომარეობა ცუდია, საიდანაც 26% მიიჩნევს, რომ საქართველოს კონომიკური მდგომარეობა ძალიან ცუდია.

მოსახლეობის 29% აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა “საშუალოა”, ხოლო 3% მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა “კარგია”. ამ კითხვაზე პასუხი “არ ვიცი” მოსახლეობის 2%-მა გასცა.

 

NDI-ის კვლვის შედეგები

NDI-ის კვლვის შედეგები

 

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ყველაზე  “ცუდად” საქართველოს ქალაქებში აფასებენ. კერძოდ, ქალაქების მოსახლეობის 77% მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია. ყველაზე დადებითად ეკონომიკურ მდგომარეობას უმცირესობათა დასახლებებში აფასებენ: 8% თვლის, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა კარგია, 35% კი – ცუდია. 47%  აცხადებს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა საშუალოა.

NDI-ის კვლვის შედეგები

NDI-ის კვლვის შედეგები

 

81% მოსახლეობის მოსახლეობის იმ ნაწილისა, რომელიც თვლის, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია, ეთანხმება მოსაზრებას, რომ ეს ახალი მთავრობის შეცდომებმა გამოიწვია;  53% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ეს გლობალურმა ეკონომიკურმა პარობლემებმა გამოიწვია, ხოლო 59% – ეთანხმება, რომ ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა წინა მთავრობის შეცდომებმა განაპირობა.

NDI-ის კვლევის შედეგები

NDI-ის კვლევის შედეგები

 

საზოგადოებრივი განწყობების კვლევა NDI-დაკვეთით CRRC- საქართველომ ჩაატარა 2016 წლის 23 თებერვალიდან – 14 მარტამდე. გამოიკითხა 3,900 ადამაიანი. წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, ქალაქის და სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. კვლევის ავტორების განცხადებით, საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,6%.

მასალების გადაბეჭდვის წესი