ახალი ამბები

NDI: ევროკავშირში გაწევრიანებას 61%, ხოლო ევრაზიულ კავშირს 20% უჭერს მხარს

11 აპრილი, 2016 • 1307
NDI: ევროკავშირში გაწევრიანებას 61%, ხოლო ევრაზიულ კავშირს 20% უჭერს მხარს

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 20% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველო ევრაზიულ კავშირში უნდა გაწევრიანდეს, ხოლო 61% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველო ევროკავშირს უნდა შეუერთდეს.

CRRC–ის წარმომადგენლის, კობა თურმანიძის მიერ ნეტგაზეთისთვის მიცემული განმარტებით, ეს კითხვა მოსახლეობას ევრაზიული და ევროკავშირის შეპირისპირების რეჟმში დაუსვეს, ანუ მოსახლეობას ამ ორიდან ერთი უნდა აერჩია.

გარდა ამისა, გამოკითხულებს ევროკავშირის შესახებ შეკითხვა ცალკე, ევრაზიულ კავშირთან შეპირისპირების გარეშეც დაუვეს და იქ უკვე 77%-მა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს.

ევრაზიული კავშირის მხარდაჭერა NDI-ის კვლევების მიხედვით შემცირებულია, რადგან წინა კვლევებში ეს რიცხვი 30%-ზე მერყეობდა.

NDI-ის დაკვეთით კვლევა CRRC-მა ჩაატარა. კვლევის საველე სამუშაოები თებერვალ-მარტში განხორციელდა.

საველე სამუშაოების თარიღები : თებერვალი 23 – მარტი 14, 2016. 3,900 დასრულებული ინტერვიუ. წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, ქალაქის და სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,6%

მასალების გადაბეჭდვის წესი