ახალი ამბები

შსს: თბილისში პირს 98 აბი ნარკოტიკი აღმოუჩინეს

11 აპრილი, 2016 • 1058
შსს: თბილისში პირს 98 აბი ნარკოტიკი აღმოუჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 43 წლის მანუჩარ ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

როგორც შსს აცხადებს, სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი 91 აბი, 7 აბი „მეტადონი“ და 0,0359 გრ. ჰეროინი ამოიღეს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად მანუჩარ ა.-ს ოპიუმის და მეტადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

უწყების ინფორმაციით,  გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი