ახალი ამბები

“ქართველთა მარში” სამებისკენ [Video]

27 სექტემბერი, 2011 • 936
“ქართველთა მარში”  სამებისკენ [Video]

დღეს თბილისში «ეროვნული ფორუმის» ორგანიზებით საპროტესტო მსვლელობა «ქართველთა მარში» გაიმართა. მსვლელობის მონაწილეები ვარდების მოედანზე შეიკრიბნენ და ფეხით სამების საკათედრო ტაძრისკენ გაემართნენ.

დემონსტრაციაზე პოლიტიკური განცხადებები არ გაკეთებულა და არც პოლიტიკური პარტიების დროშები ჩანდა.

მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა, სადაც აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი