ახალი ამბები

არსენ იაცენიუკი უკრაინის პრემიერ–მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

10 აპრილი, 2016 • 1403
არსენ იაცენიუკი უკრაინის პრემიერ–მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

უკრაინის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ არსენ იაცენიუკმა სოციალურ ქსელ ტვიტერში განაცხადა.

იაცენიუკის განცხადებით, გადადგომის შესახებ უკრაინის დუმას ოფიციალურად სამშაბათს მიმართავს.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლება უკვე სცადა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, თუმცა პარლამენტმა გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი