ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აქცია ერევანში საერთაშორისო ორგანიზაციების პასიურობის წინააღმდეგ [ფოტო]

9 აპრილი, 2016 • 1718
აქცია ერევანში საერთაშორისო ორგანიზაციების პასიურობის წინააღმდეგ [ფოტო]
სომხეთის დედაქალაქში მოქალაქეებმა დღეს, 9 აპრილს საპროტესტო აქცია გამართეს. აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაიწყო და საფრანგეთისა და რუსეთის საელჩოებთან დასრულდა.
აქცია ერევანში რუსეთის საელჩოს წინ; 9.04.2016' ფოტო: ნეტგაზეთი/მარუტ ვანიანი

მოქალაქეები ერევანში საერთაშორისო ორგანიზაციებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ; 9.04.2016′ ფოტო: ნეტგაზეთი/მარუტ ვანიანი

 

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მარინე მანუჩარიანი ჩვენთან საუბარში ამბობს: “ყველამ იცის, რა ხდება ბოლო დღეების განმავლობაში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. ზოგი საზღვრებთან იბრძვის, ზოგი – სოციალურ ქსელებში. ამ აქციით გვინდა მსოფლიოს ჩვენი ისტორიის შესახებ გავაგებინოთ. OSCE -ს მინსკის ჯგუფი ამჟამად სომხეთში იმყოფება და მოლაპარაკებებს აწარმოებს.  გვსურს ამ შემთხვევით ვისარგებლოთ და მათ ყურამდე მივიტანოთ ჩვენი სატკივარი. ეს არის საპროტესტო აქცია, რომელიც მიმართულია იმ ქვეყნების არაეფექტურად მუშაობისკენ, რომლებიც ჩართული არიან კონფლიქტის მოგვარების პროცესში”.

 

მოქალაქეები ერევანში საერთაშორისო ორგანიზაციებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ; 9.04.2016′ ფოტო: ნეტგაზეთი/მარუტ ვანიანი

 

აქციის მონაწილეთა განცხადებით, საერთაშორისო მისიების სიჩუმე და მიუკერძოებლობის შენარჩუნების მდელობა დანაშაულის ტოლფასია.

 

მოქალაქეები ერევანში საერთაშორისო ორგანიზაციებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ; 9.04.2016′ ფოტო: ნეტგაზეთი/მარუტ ვანიანი

 

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებები მას შემდეგ გააქტიურდა, როდესაც 2 აპრილის ღამეს კონფლიქტის ზონაში აზერბაიჯანის კუთვნილი სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს. მალევე ბაქომ განაცხადა, რომ კონტშრეტევითი ოპერაციის დროს აზერბაიჯანმა ყარაბაღის რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავა და პოზიციების გამაგრებას ცდილობს.

 

მოქალაქეები ერევანში საერთაშორისო ორგანიზაციებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ; 9.04.2016′ ფოტო: ნეტგაზეთი/მარუტ ვანიანი

 

მოქალაქეები ერევანში საერთაშორისო ორგანიზაციებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ; 9.04.2016′ ფოტო: ნეტგაზეთი/მარუტ ვანიანი

 

მოქალაქეები ერევანში საერთაშორისო ორგანიზაციებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ; 9.04.2016′ ფოტო: ნეტგაზეთი/მარუტ ვანიანი

 

მოქალაქეები ერევანში საერთაშორისო ორგანიზაციებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ; 9.04.2016' ფოტო: ნეტგაზეთი/მარუტ ვანიანი

მოქალაქეები ერევანში საერთაშორისო ორგანიზაციებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ; 9.04.2016′ ფოტო: ნეტგაზეთი/მარუტ ვანიანი

 

მოქალაქეები ერევანში საერთაშორისო ორგანიზაციებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ; 9.04.2016′ ფოტო: ნეტგაზეთი/მარუტ ვანიანი

8 აპრილს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები შეწყდა. მხარეებმა აღნიშნული გადაწყვეტილება ცხედრების გამოყვანის მიზეზით ახსნეს.

გაეროს მონაცემებით, მთიან-ყარაბაღში 2 და 3 აპრილს სულ მცირე 33 ადამიანი დაიღუპა და 200 დაზარალდა.

ორგანიზაციის მონაცემებითვე, საომარი მოქმედებები მთიანი ყარაბაღის დასახლებულ პუნქტებში – აგდენრში, მარტუნსა და გადრუთში მიმდინარეობდა, სადაც გაეროს განცხადებითვე 14,4 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი