ახალი ამბები

BBC: პარიზის თავდასხმების მთავარი ეჭვმიტანილი დაპატიმრებულია

8 აპრილი, 2016 • 1450
BBC: პარიზის თავდასხმების მთავარი ეჭვმიტანილი დაპატიმრებულია

BBC ბელგიურ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ 2015 წლის ნოემბერში განხორციელებული პარიზის თავდასხმების მთავარი ეჭვმიტანილი მოჰამედ აბრინი დაპატიმრებულია.

ბელგიური მედიის ცნობით, მოჰამედ აბრინი, სავარაუდოდ, ასევე არის ვიდეოკონტროლის მიერ ბრიუსელის აეროპორტის ტერმინალში აფეთქებებამდე გადაღებული კადრებიდან “კაცი, რომელსაც ქუდი ახურავს”.

როგორც ფრანგულმა პოლიციამ The Associated Press-ს განუცხადა, მათ სჯერათ, რომ მუჰამედ აბრინი არის "კაცი ქუდით", რომელიც იძებნებოდა ბრიუსელის აეროპორტის ტერაქტთან დაკავშირებით.

როგორც ფრანგულმა პოლიციამ The Associated Press-ს განუცხადა, მათ სჯერათ, რომ მოჰამედ აბრინი არის “კაცი ქუდით”, რომელიც იძებნებოდა ბრიუსელის აეროპორტის ტერაქტთან დაკავშირებით.

 

ბელგიის პროკურატურამ დაადასტურა, რომ ბრიუსელის თავდასხმებთან დაკავშირებით რამდენიმე პირი უკვე დაპატიმრებულია.

თავდასხმებმა ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროს სადგურში 32 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო პარიზში განხორციელებულმა შეიარაღებულმა თავდასხმებმა 130 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

საფრანგეთისა და ბელგიის დედაქალაქებში განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS) აიღო.

 

კავშირები ბრიუსელისა და პარიზის თავდასხმებს შორის ℗ BBC

კავშირები ბრიუსელისა და პარიზის თავდასხმებს შორის ℗ BBC

მასალების გადაბეჭდვის წესი