ახალი ამბები

ანონსი – 9 აპრილი

9 აპრილი, 2016 • 1593
ანონსი – 9 აპრილი

წარმოგიდგენთ 9 აპრილს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღის აღსანიშნავად და 9 აპრილს გარდაცვლილთა პატივის მისაგებად, პარტია “მემარცხენე ალიანსის” ლიდრები და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები თბილისში, ქუთაისში ზესტაფონში, ფოთსა და გორში 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბებიან: თბილისში – 11:00 საათზე, ქუთაისში – 11:00 სთ, ზესტაფონში – 12:00 სთ, ფოთში – 12:00 სთ, გორში – 13:00 სთ. საკონტაქტო პირი: ნინო ქეშელაშვილი – 598700642.

12:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში, აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

12:00 საათზე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და პარლამენტის წევრები 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ. ადგილი: თბილისი, პარლამენტის სასახლის წინ.

12:00 საათზე, “საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა მესტიაში.

12:15 საათზე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის მიერ ორგანიზებულ გამოფენას „რეფერენდუმიდან დამოუკიდებლობამდე“ დაათვალიერებს. ადგილი: თბილისი, საქართველოს პარლამენტი, შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი

15:00 საათზე, ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპულ მებრძოლებს, დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

21:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, პარლამენტის შენობის წინ მდებარე 9 აპრილის მემორიალთან პატივს მიაგებს 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას. ადგილი: რუსთაველის გამზირი, 9 აპრილის მემორიალი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი