ახალი ამბებიეკონომიკა

გარდაბანში შესაძლოა 50 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგური აშენდეს

8 აპრილი, 2016 • 1780
გარდაბანში შესაძლოა 50 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგური აშენდეს

საქართველოს ეკონომიკის მინისრტის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამერიკული კომპანია გეგმავს, შეისწავლოს გარდაბანში მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პოტენციალი.

“დღეს მთავრობის სხდომაზე მოწონებული იქნა მემორანდუმის პროექტი, რომლის ფარგლებშიც ამერიკული კომპანია Headwall Power International 50 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ და ეკონომიკურ საკითხებს შეისწავლის. ამ კვლევების დასრულების შემდეგ მოხდება დეტალური მოლაპარაკებების წარმოება მთავრობასთან და სამშენებლო ხელშეკრულების გაფორმება,”- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ენერგეტიკის სამინისტრო ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამ მემორანდუმის თანახმად, კომპანია 12 თვის განმავლობაში გარდაბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატრებს კვლევას  და საჯარო განხილვებს, მოამზადებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს და ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ შესაბამის წინადადებას წარუდგინეს  საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი