ახალი ამბები

კალაძე: ქართული ოცნება არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია არჩევნების მოგება

8 აპრილი, 2016 • 1396
კალაძე: ქართული ოცნება არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია არჩევნების მოგება

„პარტია „ქართული ოცნება“ არის დღეს საქართველოში ერთადერთი ძალა, რომელსაც აქვს ძალიან დიდი შანსი და შესაძლებლობა იმისა, რომ არჩევნები მოიგოს ძალიან დიდი უპირატესობით,“ – განაცხადა დღეს ვიცე-პრემიერმა, კახა კალაძემ „აჭარიწყალი ჯორჯიას“ (AGL) ანგარიშის პრეზენტაციაზე.

პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებმა კახა კალაძეს შეკითხვები დაუსვეს. მათ შორის, ერთ-ერთი შეკითხვა შეეხებოდა ოპონენტების ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ პარტია „ქართულ ოცნებას“ აქვს შიში, რომ ვერ გადალახავს ბარიერს.

„ნამდვილად სასაცილოა ოპონენტების ეს განცხადებები. ბოლოს ჩატარებული არჩევნებში, თუნდაც გარდაბანში, თუნდაც მარტვილში, ძალიან დიდი უპირატესობით იქნა წარმატება მიღწეული და, ზოგადად, აშკარად ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი უპირატესობა და საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს აქვს იმედი და სჯერა, რომ პარტია გაიმარჯვებს“, – ამბობს კახა კალაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი