ახალი ამბები

ბაქრაძე: პირველი, რასაც გამარჯვების შემდეგ გავაკეთებთ, პენსიის 50-ლარიანი ზრდაა

7 აპრილი, 2016 • 1543
ბაქრაძე: პირველი, რასაც გამარჯვების შემდეგ გავაკეთებთ, პენსიის 50-ლარიანი ზრდაა

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე კახეთში, სოფელ ენისელში მოსახლეობას შეხვდა. ბაქრაძის განცხადებით, “პირველი, რასაც ენმ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გააკეთებს, პენსიის 50-ლარიანი ზრდა და სოციალური დახმარების აღდგენაა იმ ოჯახებისთვის, ვისაც ეს უმიზეზოდ შეუწყდა.

“სოფლებში ძალიან მძიმე ვითარებაა. ადამიანებს პრაქტიკულად დაკარგული აქვთ ხვალინდელი დღის იმედი. არის განცდა, რომ ქვეყანა არ ვითარდება და პატრონი არ ჰყავს. განსაკუთრებით მძიმე დღეშია ასაკოვანი და სოციალურად დაუცველი მოსახლეობა. ეს ყველაფერი ერთად უნდა შევცვალოთ საპარლამენტო არჩევნებზე. მე ვპირდები ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს პენსიონერებს და სოციალურად დაუცველებს, პირველი, რასაც ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გავაკეთებთ, იქნება პენსიის 50-ლარიანი ზრდა და სოციალური დახმარების აღდგენა ყველა იმ ოჯახისთვის, ვისაც ბოლო წლებში უმიზეზოდ მოუხსნეს”, – თქვა ბაქრაძემ.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე სოფელ ენისელში იმყოფებოდა და ადგილობრივებთან ერთად მათ გაუსაძლის მდგომარეობასა და მომატებულ ტარიფებზე ისაუბრეს. დავით ბაქრაძის განცხადებით, ბოლო წლების მანძილზე მოხსნილი სოციალური დახმარება არჩევნების შემდეგ ყველა ოჯახს აღუდგება და პენსია 50 ლარით გაიზრდება.

Posted by ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | United National Movement on Thursday, April 7, 2016

მასალების გადაბეჭდვის წესი