ახალი ამბები

ნიდერლანდების რეფერენდუმის შედეგებით უმრავლესობა უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის წინააღმდეგია

7 აპრილი, 2016 • 1565
ნიდერლანდების რეფერენდუმის შედეგებით უმრავლესობა უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის წინააღმდეგია

ნიდერლანდებში ჩატარებული რეფერენდუმის წინასწარი შედეგების მიხედვით, ამომრჩევლის 60%-მა მხარი არ დაუჭირა უკრაინასა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ბარიერების გაუქმებას, იუწყება BBC.

BBC-ის ცნობით, რეფერენდუმის მონაწილეთა 99.8%-ია დათვლილი, საიდანაც 61.1%-მა უარი განაცხადა, ხოლო 38% მხარს უჭერს უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას.

გავრცელებულ ინფორმაციით, რეფერენდუმში მონაწილეთა აქტივობა 32%-ია, 3%-იანი ცდიმილებით. ამიტომ შესაძლოა რეფერენდუმის შედეგები გაბათილდეს, რადგან ნიდერლანდებში არსებული კანონმდებლობის თანახმად, რეფერენდუმი შემდგარად ჩაითვლება, თუკი მასში მონაწილეობას 30%-ზე მეტი ამომრჩეველი მიიღებს.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ მთავრობამ შესაძლოა გადახედოს შეთანხმებას, თუ ხმები ვალიდური იქნება.

“უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ, თუმცა [უკარაინის ევროკავშირთან ინტეგრაციის]მოწინააღმდეგეები დამაჯერებლად აჭარბებენ მხარდამჭერებს. საინტერესო ისაა, გადაამეტა თუ არა დადგენილ ზღვარს ამომრჩევლის აქტივობამ. ჩემი ხედვა ისაა, რომ თუ აქტივობა 30%-ზე მეტია, მოწინააღმდეგეების ასეთი უპირატესობით, რატიფიკაციის [უკაირასთან ასოცირების შეთანხმების] პროცესი დისკუსიის გარეშე ვერ გაგრძელდება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა

BBC-ის ცნობით, რეფერემდუმი დაიგეგმა 450 ათასი ხელმოწერის საფუძველზე, რომელიც ევროკავშირის მიმართ სკეპტიკურად განწყობილმა ძალებმა შეაგროვეს.

Reiters-ის ცნობით, რეფერენდუმის წინასწარ შედეგს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრობისკენ სწრაფვას მაინც გააგრძელებს.

“ნებისმიერ პირობებში ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირის წევრობისკენ სვლას, ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ჩათვლით”, – განუცხადა პროშენკომ Reuters-ს.

ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების შეთანხმება ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას აქვს რატიფიცირებული ნიდერლანდების გარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი