აფიშაახალი ამბები

რობი უილიამსის კონცერტის ბილეთები 15 აპრილიდან გაიყიდება

7 აპრილი, 2016 • 1967
რობი უილიამსის კონცერტის ბილეთები 15 აპრილიდან გაიყიდება

ბრიტანელი შემსრულებელი რობი უილიმსი თბილისში, დინამო არენაზე კონცერტს 27 მაისს გამართავს. კონცერტის ბილეთები კი 15 აპრილიდან გაიყიდება. ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება ონლაინ, მხოლოდ tkt.ge-ზე. ბილეთების ფასები ჯერ განსაზღვრული არ არის.

მომღერალი საქართველოს პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ეწვევა. Check in Georgia მასშტაბური კულტურული ღონისძიებების სერიას მოიცავს, რომელიც თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში გაიმართება. ორგანიზატორთა განცხადებით, პროექტი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი