ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ბრალდებით სიღნაღის საკრებულოს ორი წევრი დააკავა

6 აპრილი, 2016 • 1094
საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ბრალდებით სიღნაღის საკრებულოს ორი წევრი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ქრთამის აღების ბრალდებით სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, გიორგი მათეშვილი, იოსებ ბეგიაშვილი და სიღნაღის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი, ბესიკ ბალარჯიშვილი დააკავეს.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 1 ლარად შესყიდვაში დახმარების სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს 100 000 ლარი, ხოლო წინასწარ 60 000 ლარი გამოართვეს.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დაკავებულთა პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ქრთამის სახით აღებული თანხა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილი „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი