ახალი ამბები

Panama Papers: ისლანდიის პრემიერი გადადგა

5 აპრილი, 2016 • 2016
Panama Papers: ისლანდიის პრემიერი გადადგა

Panama Papers-ის სახელით ოფშორიდან გაჟონილი ინფორმაციის გამო ისლანდიის პრემიერ-მინისტრი სიგმუნდურ გუნლაგსონი თანამდებობიდან გადადგა.

ოფშორიდან გაჟონილი ინფორმაციის მიხედვით, ისლანდიის პრემიერი მეუღლესთან ერთად ოფშორში კომპანია ვინტრისს ფლობდა, რომლის მეშვეობითაც საზოგადოებას მილიონობით დოლარს უმალავდა.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ისლანდიაში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

Panama papers-ის სახელით კვირას, საქართველოს დროით 22:00 საათზე არაერთ ქვეყანაში გამოქვეყნდა ოფშორულ ზონებთან დაკავშირებული პოლიტიკოსებისა და საჯარო პირების შესახებ მონაცემები. ჟურნალისტებმა, დეივ ბლოსმა და ნინო ბაქრაძემ გამოაქვეყნეს სტატია სახელწოდებით “ივანიშვილის პასპორტის ძიებაში”, რომელიც ეხება ექსპრემიერის კავშირებს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ შპს “ლინდენ მენეჯმენტთან.”

მასალების გადაბეჭდვის წესი