ახალი ამბები

“გირჩმა” და “პატრიოტთა ალიანსმა” გასულ 3 თვეში ყველაზე მეტი შემოწირულობა მიიღეს [ინფოგრაფიკა]

5 აპრილი, 2016 • 2002
“გირჩმა” და “პატრიოტთა ალიანსმა” გასულ 3 თვეში ყველაზე მეტი შემოწირულობა მიიღეს [ინფოგრაფიკა]

2016 წლის პირველი სამი თვის [იანვარ-მარტი] განმავლობაში საქართველოში მოქმედმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა 428 476 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღეს ფიზიკური პირებისგან.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მოწმობს, რომ მიღებული თანხების თვალსაზრისით ლიდერობს ახალი პოლიტიკური ცენტრი (გირჩი), მეორე ადგილზე პატრიოტთა ალიანსია, ხოლო მესამეზე – კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის ორგანიზაცია “ბედნიერი საქართველოსთვის”.

შემოწირულობები
Create pie charts

რესპუბლიკურ პარტიას შემოწირულობები საწევროების წესით აქვს მიღებული. პატრიოტთა ალიანსის ყველაზე მსხვილი შემწირველი ყოფილი მინისტრი ფრიდონ ინჯიაა, რომელიც პარტიას 49 000 ლარით დაეხმარა. პარტიას 3 თვის განმავლობაში სხვადასხა პერიოდში, ჯამში, 41 ათასი ლარი შესწირა ბიზნესმენმა (შპს ტაიას წილის 50%-ის მფლობელი) გიორგი მორგოშიამ. მოქალაქე ქეთევანი შენგელია პარტიას 19500 ლარით დაეხმარა.

60000 ლარი შესწირა გირჩს ბიზნესმენმა მილერი გვენეტაძემ. ხოლო ტიტე ერგემლიძემ – 59958 ლარი. 

ლეონიდ ჩერნოვეცკის პარტიას ფულს მისი შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ქვრივიშვილი სწირავდა, რომელიც მანამდე მისი საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელიც იყო.

ქართული ოცნების ანგარიშზე 10 000 ლარი შეიტანა ბიზნესმენმა გიორგი ხარებაშვილმა. ასევე ალექსანდრე ალხაზიშვილმა.

საკუთარი პარტიების ანგარიშზე თანხები შეჰქონდათ ცნობილ პოლიტიკოსებსა და პარლამენტის წევრებს, მათ შორის, გიორგი ბარამიძეს, დავით უსუფაშვილს, ხათუნა გოგორიშვილს, გიორგი ხაჩიძეს, დავით ბაქრაძეს, სერგო რატიანს. კონსტანტინე კუბლაშვილმა “გირჩს” შესწირა 3000 ლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი