ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება

4 აპრილი, 2016 • 1531
ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება

ყარაბაღის კონფლიქტის მხარეები აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგეზე იერიშის მიტანა და საბრძოლო ტექნიკის განდგურების პროცესი გრძელდება. ბაქოს დღევანდელი განცხადებით, ბოლო საათების განმავლობაში მოწინააღმდეგის 170 ჯარისკაცია მოკლული, თუმცა ამის შესახებ განცხადება ჯერ არ გაუკეთებია ერევანს ან სტეპანაკერტს.

იმის მიუხედავად, რომ გუშინ, 3 აპრილს ბაქომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა, კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები დღესაც მიმდინარეობს. თუმცა სტეპანაკერტმა გუშინვე უარყო აზერბაიჯანის განცხადება საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.

გაეროს მონაცემებით, მთიან-ყარაბაღში 2 და 3 აპრილს სულ მცირე 33 ადამიანი დაიღუპა და 200 დაზარალდა.

ორგანიზაციის მონაცემებითვე, საომარი მოქმედებები მთიანი ყარაბაღის დასახლებულ პუნქტებში – აგდენრში, მარტუნსა და გადრუთში მიმდინარეობდა, სადაც გაეროს განცხადებითვე 14,4 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

გაეროს ცნობით, ორივე მხარე აცხადებს, რომ არ საჭიროებს საერთაშორისო ჰუმანიტარულ დახმარებას.

April 03, 2016- Nagorno-Karabakh: Dozens of people have been killed in clashes between Azerbaijan and Armenia in the disputed region of Nagorno-Karabakh during the worst fighting in decades. (Eric Grigorian/Polaris)

April 03, 2016- Nagorno-Karabakh: Dozens of people have been killed in clashes between Azerbaijan and Armenia in the disputed region of Nagorno-Karabakh during the worst fighting in decades. (Eric Grigorian/Polaris)

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებები მას შემდეგ გააქტიურდა, როდესაც 2 აპრილის ღამეს კონფლიქტის ზონაში აზერბაიჯანის კუთვნილი სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს. მალევე ბაქომ განაცხადა, რომ კონტშრეტევითი ოპერაციის დროს, აზერბაიჯანმა ყარაბაღის რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავა და პოზიციების გამაგრებას ცდილობს.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი