ახალი ამბები

ადმინისტრაციის ცნობით, თბილისის ზოოპარკის Facebook-ის გვერდი გატეხეს

4 აპრილი, 2016 • 1301
ადმინისტრაციის ცნობით, თბილისის ზოოპარკის Facebook-ის გვერდი გატეხეს

თბილისის ზოოპარკის პრესსამსახურის ცნობით, ზოოპარკის Facebook-ის გვერდი გატეხეს და ყველა, ვინც ზოოპარკის ოფიციალურ გვერდს მართავდა, დაბლოკეს.

ინფორმაცია “ნეტგაზეთს”  ზოოპარკის პრესსამსახურის უფროსმა, მზია შარაშიძემ მიაწოდა.

როგორც შარაშიძე Facebook-ის პირად გვერდზე წერს, სავარაუდოდ, გატეხეს თბილისის ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის Facebook-ის ანგარიში და ყველა, ვინც ზოოპარკის Facebook-ის ოფიციალურ გვერდს მართავდა, დაბლოკეს.

მისი ცნობით, ზოოპარკის გვერდს ადმინისტრაციის თანამშრომლები არ მართავენ და პრობლემის მოგვარებამდე, თუ რაიმე სახის ინფორმაცია გავრცელდება გვერდზე, ის არ იქნება მათი დაპოსტილი. თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ეს ბოროტი ხუმრობაა და ყველაფერი მალე მოგვარდება.

SOS!!! ძვირფასო მეგობრებო, გაცნობებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, როგორც ჩანს, გატეხეს თბილისის ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გ…

Posted by Mzia Sharashidze on Sunday, April 3, 2016

მასალების გადაბეჭდვის წესი