ახალი ამბები

შსს: ქობულეთის სტადიონზე მომხდარი დაპირისპირებისას 4 ადამიანი დააკავეს

2 აპრილი, 2016 • 1285
შსს: ქობულეთის სტადიონზე მომხდარი დაპირისპირებისას 4 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, ქობულეთში ბათუმის დინამოსა და თბილისის დინამოს შორის გამართული საფეხბურთო მატჩის დროს, თბილისის დინამოს გულშემატკივრები და დაცვის პოლიციელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

შსს-ს განცხადებით, ამ დროისთვის 4 გულშემატკივარია გადაყვანილი პოლიციაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობას. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, წვრილმანი ხულიგნობა ითვალისწინებს 250-დან 2000 ლარამდე ჯარიმას, ხოლო პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობა- 100 ლარის ოდენობით ჯარიმას.

შსს-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც ბათუმის დინამოს ფეხბურთელმა გოლი გაიტანა, თბილისის დინამოს რამდენიმე მხარდამჭერი სტადიონზე გადასვლას და თამაშის ჩაშლას შეეცადა. შსს-ის თქმით, პოლიციელებმა მათ სტადიონზე გადასვლის უფლება არ მისცეს, რამაც გამოიწვია დაპირისპირება და გულშემატკივრებმა სკამები დაამტვრიეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი