ახალი ამბები

გლდანის საარჩევნო ოლქში საკრებულოს შუალედური არჩევნები 22 მაისს დაინიშნა

1 აპრილი, 2016 • 1364
გლდანის საარჩევნო ოლქში საკრებულოს შუალედური არჩევნები 22 მაისს დაინიშნა

ცესკოს ცნობით,  გლდანის №10 საარჩევნო ოლქში თბილისის საკრებულოს შუალედური არჩევნები 22 მაისს დაინიშნა.

ეს გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე განკარგულებით მიიღო.

ცენტრალურიმა საარჩვნო კომისიამ გლდანში შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც საკრებულოს წევრი კობა კობალაძე, საქართველოს პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილებით, 31 მარტს ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე დაინიშნა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი