ახალი ამბები

საქართველოს ბირთვულ უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისათვის ჯილდო გადაეცა

1 აპრილი, 2016 • 1230
საქართველოს ბირთვულ უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისათვის ჯილდო გადაეცა

საქართველოს ბირთვულ უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისათვის ჯილდო – „ატომები მშვიდობისათვის“ გადაეცა. ჯილდო საქართველოს სახელით პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიიღო, რომელიც ვაშინგტონში ბირთვული ინდუსტრიის სამიტს ესწრება. ჯილდო 2016 წლის სამიტის ფარგლებში მსოფლიოს 17 სახელმწიფოს გადაეცემა.

პრეზიდენტის ადმინისტაციის ინფორმაციით, საქართველოს დაჯილდოების გადაწყვეტილებაზე განსაკუთრებული გავლენა საქართველოს ინიციატივით მაღალგამდიდრებული ურანის რეპატრიაციის ფაქტმა იქონია.

საქართველოს დაჯილდოებასაქართველო ვაშინგტონში ბირთვულ უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისათვის დააჯილდოვესსაქართველოს პრეზიდენტმა დღეს, ვაშინგტონში მონაწილეობა მიიღო ბირთვულ – ინდუსტრიის სამიტის ფარგლებში გამართული დაჯილდოების ცერემონიაში, რომელზეც საქართველოს ბირთვულ უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისათვის ჯილდო – „ატომები მშვიდობისათვის“ გადაეცა.საქართველოს დაჯილდოების გადაწყვეტილებაზე განსაკუთრებული გავლენა საქართველოს ინიციატივით მაღალგამდიდრებული ურანის რეპატრიაციის ფაქტმა იქონია.

Posted by Giorgi Margvelashvili on Thursday, March 31, 2016

 

მაღალგამდიდრებული ურანის რეპატრიაციით ქვეყანამ აღასრულა 2014 წლის ბირთვული უსაფრთხოების სამიტის კომუნიკეში გათალისწინებული შეთანხმება, შეამციროს საკუთარ ტერიტორიაზე მაღალგამდიდრებული ურანის მარაგი, რის შედეგადაც საქართველომ ბირთვული თვალსაზრისით თავისუფალი სახელმწიფოს სტატუსი მოიპოვა.

ბირთვული ინდუსტრიის სამიტზე არასახელმწიფო აქტორების მონაწილეობით განიხილება ისეთი საკითხები, როგორებიცაა სტრატეგიული ბირთვული და რადიოლოგიური მასალების გამოყენება, შენახვა და ტარნსპორტირება, ასევე, კიბერსაფრთხესთან დაკავშირებული საკითხები. მასში მონაწილეობა მსოფლიოს 40-ზე მეტი სახელმწიფოს წარმომადგენელმა მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი