ახალი ამბები

პრეზიდენტი: მოძველდა პოლიტიკური სისტემა, სადაც მხოლოდ ორი დაპირისპირებული ძალაა

31 მარტი, 2016 • 1582
პრეზიდენტი: მოძველდა პოლიტიკური სისტემა, სადაც მხოლოდ ორი დაპირისპირებული ძალაა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ არჩევნებზე ქარველ ამომრჩეველს პარტიებმა უნდა შესთავაზონ ბევრად უფრო მრავალფეროვანი არჩევანი, ვიდრე მხოლოდ ორი დაპირისპირებული ძალაა:

“კოალიცია შეიქმნა იმისთვის, რომ ოპოზიციას მშვიდობიანი გზით შეეცვალა წინა ხელისუფლება. კოალიციამ ამ მიზანს ძალიან კარგად გაართვა თავი. თუმცა ამ არჩევნებზე საუბრისას არაერთხელ მითქვამს, რომ პოლიტიკური სისტემა, როემლშიც არის შავი და თეთრი – მხოლოდ ორი დაპირისპირებული ძალა, უკვე მოძველდა ქართული პოლიტიკური კულტურისთვის და ჩვენ ამომრჩეველს უნდა შევთავაზოთ ბევრად უფრო მრავალფეროვანი პოლიტიკური არჩევანი. მე ვფიქრობ, რომ იმ ფონზე, როდესაც ჩვენ მივიღებთ არაერთ სერიოზულ მოთამაშეს ამ არჩევნებზე, ამომრჩეველსაც ექნება შესაძლებლობა, რომ უფრო უკეთ აირჩიოს თავისი მომავალი წარმომადგენლები პარლამენტში,”- აცხადებს პრეზიდენტი.

დღეს, 31 მარტს, კოალიცია ქართული ოცნების წევრმა რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებზე პარტია ქართული ოცნებაც დამოუკიდებლად გავა. პრემიერი განმარტავს, რომ დღეის მდგომარეობით, რესპუბლიკელი მინისტრები პოსტებს შეინარჩუნებენ.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი