ახალი ამბები

ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტს კობა კობალაძე უხელმძღვანელებს

31 მარტი, 2016 • 1616
ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტს კობა კობალაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილებით, ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდლი, გენერალ კობა კობალაძე დაინიშნა.

მთავრობის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, 31 მარტს, მასთნ სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც ვეტერანთა საკითხებზე, არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანლის თანამდებობას ირაკლი შიხიაშვილი იკავებდა. მან თანამდებობიდან წასვლის შესახებ 29 მარტს განაცხადა. შიხიაშვილი ამ თანამდებობაზე 2014 წლის 9 სექტებრიდან მუშაობდა. მანამდე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი