ახალი ამბები

კვირიკაშვილი: რესპუბლიკელი მინისტრები აგრძელებენ მთავრობის შემადგენლობაში მუშაობას

31 მარტი, 2016 • 1364
კვირიკაშვილი: რესპუბლიკელი მინისტრები აგრძელებენ მთავრობის შემადგენლობაში მუშაობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. რომ 2016 წლის არჩევნებამდე “რესპუბლიკური პარტიის” წევრი მინისტრები ჩვეულებრივ განაგრძობენ მუშაობას მინისტრთა კაბინეტში.

“რესპუბლიკელი მინისტრები ჩვეულებრივად აგრძელებენ მთავრობის შემადგენლობაში ფუნქციონირებას და ამ კუთხით, დღესდღეობთ ყოველ შემთხვევაში, და არჩევნებამდე ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ არ უნდა ველოდოთ ცვლილებებს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს დიდწილად დამოკიდებული იქნება იმ მცდელობის წარმატებაზე, რომ ჩვენ ნორმალურ რეჟიმში გავაგრძელოთ ურთიერთობა, პარტიათა შორის ურთიერთობას ვგულისხმობ, რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ ვამბობს, პოლიტიკური დღის წესრიგი, დღესდღეობით ყოველ შემთხვევაში, არ გვკარნახობს არანაირიად, რომ რაიმე ცვლილებები მოვახდინოთ მთავრობის შემადგენლობაში”. -განაცხადა კვირიკაშვილმა.

ეს განცხადება პრემიერმა დღეს, 31 მარტს, პარლაენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. დღესვე რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ ისინი 2016 წლის არჩვენებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა მანამდე მთავრობაში თანამდებობის დატოვებას არ აპირებენ. არჩევნებზე დამოუკიდებლად მონაწილეობას გეგმავს პარტია “ქართული ოცნება.”

უსუფაშვილისა და კვირიკაშვილის ერთობლივი განცხადება

Posted by netgazeti.ge on Thursday, March 31, 2016

მასალების გადაბეჭდვის წესი