ახალი ამბები

თსუ-ს რექტორმა ვლადიმერ პაპავამ თანამდებობა დატოვა

30 მარტი, 2016 • 2215
თსუ-ს რექტორმა ვლადიმერ პაპავამ თანამდებობა დატოვა

თსუ-ს რექტორი, ვლადიმერ  პაპავა დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს თსუში დაუდასტურეს.

პრესსამსახურმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ პაპავამ უნივერსიტეტის საბჭოს მიმართა გადადგომის შესახებ განცხდებით, საბჭომ კი რექტორის განცხადება დააკმაყოფილა.

თუმცა, როგორც თსუ-ში განმარტავენ, პაპავა რექტორი პირველ მაისამდე იქნება.

ამ საკითხთან დაკავშირებით “რეალურ სივრცესთან” განმარტება გააკეთა აკადემიური საბჭოს წევრმა, ქეთევან მარშავამ:

“ჩვენ დავაკმაყოფილეთ მისი მოთხოვნა დღესვე, მაგრამ ეს ამოქმედდება პირველი მაისიდან, ვინაიდან, ახალი რეგულაციით, რექტორი როცა გადადგება, ან უფლებამოსილება შეუწყდება, უნდა აირჩეს დროებით მოვალეობის შემსრულებელი. დროებით მოვალეობის შმესრულებელს ირჩევს მთელ უნივერსიტეტში მომუშავე აკადემიური ხარისხის მქონე პრესონალი, ეს ძალიან შემჭიდროებულ ვადებში. გადავწყვიტეთ, 1 თვეში მოვახდინოთ მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები. როგორც კი ავირჩევთ მოვალეობის შემსრულებელს, რექტორს ავტომაურად შეუწყდება უფლებამოსილება,”- განაცხადა აკადემიური საბჭოს წევრმა.

პირველ მაისს წყვეტს უფლებამოსილებას რექტორი, ლადო პაპავა და პირველ ივლისს – აკადემიური საბჭო. #ავტონომიაუნივერსიტეტს

Posted by აუდიტორია #115 on Wednesday, March 30, 2016

პარალელურად, უნივერსიტეში თვითმმართველობის წევრები პაპავას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობის აქციას უკვე მეორე დღეა მართავენ. სწორედ რექტორის გადადგომა იყო თვითმმართველობის საპროტესო აქციების მთავარი მოთხოვნა, რომელიც უნივერსიტეტში 2016 წლის მარტის პირველ ნახევარში იმართებოდა.

რაც შეეხება თსუში ჩამოყალიბებულ სტუდენტურ მოძრაობას, აუდიტორია #115-ს, რომლებიც უნივერსიტეტში სისტემურ რეფორმებს ითხოვენ, თავდაპირველად, ეწინააღმდეგებოდნენ რექტორის გადადგომას. თუმცა, გუშინ, 29 მარტს მათ გააკეთეს განცხადება, სადაც მოითხოვეს როგორც რექტორის, გადადგომა, ასევე აკადემიური საბჭოს  დაშლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი