ახალი ამბები

უნგრეთის ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებისთვის ძალისხმევას მიმართავენ

30 მარტი, 2016 • 1260
უნგრეთის ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებისთვის ძალისხმევას მიმართავენ

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ნყოფმა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ 2016 წლის 30 მარტს შეხვედრა გამართა უნგრეთის ვიცეპრემიერ ჟოლტ შემიენთან, სადაც მან გამოიხატა უნგრეთის მხარდაჭერა  საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

“უნგრეთის ვიცეპრემიერმა განცხადა, რომ ბუდაპეშტი მიმართავს მაქსიმალურ ძალისხმევას იმისათვის, რომ საქართველოსთან სავიზო  ლიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდეს და ქვეყანამ უახლოეს თვეებში მიიღოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი,”- აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

სამინისტროს ცნობითვე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა უნგრულ მხარეს საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის.

“განსაკუთრებით ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობას. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველო უნგრეთს ევროპულ სივრცეში ერთ-ერთ მთავარ პარტნიორად განიხილავს, ისევე როგორც უნგრეთისთვის საქართველო მნიშვნელოვანი დასაყრდენია რეგიონში სვაჭრო-ეკონომიკური საქმიანობის მიმართულებით,”- აცხადებს სამინისტრო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი