ახალი ამბები

2016-17 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

30 მარტი, 2016 • 1569
2016-17 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2016-2017 სასწავლო წლისათვის. სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია 3 ეტაპად განხორციელდება:

 


 

I ეტაპი

2016 წელი, 4 აპრილი – 18 აპრილი

რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში. რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები:

  • რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში;
  • რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია;
  • რომლის ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში;

I ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში, 19 აპრილი – 28 აპრილის ჩათვლით.

 


 

II ეტაპი – საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია

2016 წელი, 4 მაისი – 25 მაისის ჩათვლით

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 30 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით.

I და II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.

 


 

III ეტაპი 

2016 წელი, 14 ივნისი – 30 ივნისის ჩათვლით

რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

 


 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2016-2017 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებსთვის უსრულდებათ 6 წელი. 2016-2017 სასწავლო წელი დაიწყება 15 სექტემბერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი