ახალი ამბები

ირაკლი შიხიაშვილმა ვეტერანების საქმეების სამსახურის ხელმძღვანლის თანამდებობა დატოვა

29 მარტი, 2016 • 1275
ირაკლი შიხიაშვილმა ვეტერანების საქმეების სამსახურის ხელმძღვანლის თანამდებობა დატოვა

ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი აცხადებს, რომ მან დაკავებული თანამდებობა დატოვა.

ირაკლი შიხიაშვილი თავის განცხადებაში, რომელიც დღს, 29 მარტს გაავრცელა, აცხადებს, რომ მისი ხელმძღვანელობის დროს სამსახურმა განახორციელა უამრავი პროექტი და იგეგმებოდა სასიცოცხლო მნიშვნელობის წამოწყებები. თუმცა მას არ განუმარტავს, რატომ დატოვა თანამდებობა.

“შემომთავაზეს სხვა თანამდებობების დაკავება, თუმცა უარი განვაცხადე, რადგან ეს საქმე ჩემთვის მორალურად იყო მნიშვნელოვანი, მივდივარ და ვრჩები რიგით ვეტერანად”, – აცხადებს შიხიაშვილი.

შიხიაშვილი ამ თანამდებობაზე 2014 წლის 9 სექტებრიდან მუშაობდა. მანამდე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი