ახალი ამბები

პრეზიდენტის ადმინისტრაცია copoka.net-ის ჩანაწერებს კომენტარს არ აკეთებს

6 აგვისტო, 2011 • 1194
პრეზიდენტის ადმინისტრაცია copoka.net-ის ჩანაწერებს კომენტარს არ აკეთებს

არის თუ არა ავთენტური copoka.net–ის გამოქვეყნებული ჩანაწერი ნამდვილი – ამ კითხვაზე პრეზიდენტის პრესსპიკერი კომენტარს არ აკეთებს.

copoka.net–ის 4 აგვისტოს გამოქვეყნებულ ჩანაწერბში ერთ–ერთი არის თითქოსდა საუბარი პრეზიდენტ სააკაშვილსა და შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს შორის.

„ეს ის საკითხია, რომელზედავ ვთვლი, რომ კომენტარი არ უნდა გავაკეთოთ“,– განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ნეტგაზეთთან საუბრისას.

copoka.net–მა გამოაქვეყნა რამდენიმე ფარული ჩანაწერი, რომელიც  დაკავებული ფოტოგრაფების საქმეს ეხება. ამ ჩანაწერებში საიტის მიხედვით საუბრობენ შინაგან საქმეთა მინისტრი და პრეზიდენტი,  ვანო მერაბიშვილი ასევე ესაუბრება იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს, შსს–ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროს შოთა უტიაშვილს და შსს–ს პრესსამსახურის უფროსს შოთა ხიზანიშვილს.

ჯერჯერობით არავის დაუდასტურებია ჩანაწერების აუთენტურობა.

copoka.net –მა საქართველოსთან დაკავშირებით ასევე გამოაქვეყნა ჩანაწერები 2010 წლის მარტში, ტელეკომპანია „იმედში“ გასულ „მოდელირებულ ქრონისასთან“ დაკავშირებით.

ამავე თემაზე:

უტიაშვილისთვის უცნობია copoka.net-ს ჩანაწერები

ფარული ჩანაწერები ფოტოგრაფების საქმეზე – copoka.net [Audio]


მასალების გადაბეჭდვის წესი