ახალი ამბები

ფარული ჩანაწერები ფოტოგრაფების საქმეზე – copoka.net [Audio]

6 აგვისტო, 2011 • 2507
ფარული ჩანაწერები ფოტოგრაფების საქმეზე – copoka.net [Audio]

ვებგვერდი copoka.net აქვეყნებს ფარულ სატელეფონო ჩანაწერებს, რომლებშიც, საიტის მიხედვით,  შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შსს–ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი თითქოსდა საუბრობენ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფების საქმეზე.

ეს სწორედ ის ვებ გვერდია, რომელმაც  2010 წელს გამოაქვეყნა ფარული ჩანაწერები „მოდელირებულ ქრონიკასთან“ დაკავშირებით.

ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებული ჩანაწერები, რომელიც „ნეტგაზეთმა“ დღეს აღმოაჩინა, 4 აგვისტოსაა გამოქვეყნებული copoka.net ზე.

პირველი სატელეფონო  ჩანაწერში, სოროკას მიხედვით, თითქოსდა საუბრობენ შინაგან საქმეტა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი.


“Merabishvili”-“Utiashvili” by netgazeti.ge-1

„უტიაშვილი“: ალო

„მერაბიშვილი“: შენა და მანდ დოკუმენტები ბევრი არ გინდა, 100 და 200 კი არ გინდათ

„უტიაშვილი“: არა, ახლა მე აქ მაქ რამდენიმე დოკუმენტი, ერთი 7 დოკუმენტი კარგი, გემრიელი, კარგი

„მერაბიშვილი“: ჰო, მეტი არ გინდათ

„მერაბიშვილი“: და რა მაინტერსებს კიდე, კითხე მაზმიშვილს, ეს ტიპი ხო ვიღაცასთან, გარდა ამ მთავარი ტიპისა, მე მგონი რაღაცა ქონდა კიდე ამ პრეზიდენტის იმას უცხოეთში

„უტიაშვილი“ : პრეზიდენტისას ქონდა უცხოეტშიო? ამ ტიპის გარდაო? ამ გედენიძეს ქონდაო> გარდა ქურციკიძისა? პაუზა არაო

„მერაბიშვილი“: სქემაში რაღაცა იყო. სქემა რომ მომიტანეს იქ იყო რაღაცა რომ

„უტიაშვილი“ უტიაშვილი ვიღაცას ელაპარაკება, პაუზა

„უტიაშვილი“ არაო, არაო, გედენიძეს არა, ქურციკიძს, მაგრამ ისეთი რა

„მერაბიშვილი“: არა არა, რუსეთის რაღაც, ჩერეზ გერმანია, არა ხო?

„უტიაშვილი“ ააა, ვიცი, ვიცი, კონტაქტი ქონდა ამ „ეპას“ [ევროპის პრეს ფოტო სააგენტო] წარმომადგენელთან რუსეთში, რომელიც ლეგიტიმური ტიპია რა და მეორე ქალთან კიდევ რომელიც ასევე ლეგიტიმურია

„მერაბიშვილი“: და რა მაინტერესებს კიდე. აი ის ტელეფონების საუბრები ნახე?

„უტიაშვილი“ ჰო, ეგ არ გამოგვადგება არაფერში

„მერაბიშვილი“: რომელი კაცო

„უტიაშვილი“ აი ის საუბრები, არაფერ შდეგს არ მოგვიტანს

„მერაბიშვილი“: არა კაცო, მაგას არ გეუბნები, სინიცინტან და იმასთან რომაა

„უტიაშვილი“ : ააა, მაგას ვაჩვენებთ აუცილებლად, ოღონდ რაღაც ნაწილს გავაშავებთ

„მერაბიშვილი“: ჰო გავაშავოთ. ვისი ნარეკია, სინიცინის ამასთან თუ ორივე

„უტიაშვილი“ : ქურციკიძეს აქვს დანარეკი და კიდევ ამისგან აქვთ საერთო კონტაქტი, რომელიც 24 შიც იყო და 31 შიც

„მერაბიშვილი“: 11 ში სინიცინი უკვაშირდებოდა ვიღაცას?

„უტიაშვილი“ : არა, რაღაც ნომერზე რომელზეც ადრე სინიცინი რეკავდა 24 ში 31 ში რეკავდა ესეც რა

„მერაბიშვილი“: და თვითონ პირდაპირი კავშირი არის ამას და სინიცინს შორის?

„უტიაშვილი“ : უტიშვილი ეკითხება ვირაცას და მერე პასუხობს, კი, კი

„მერაბიშვილი“: ამისი ზარები არის სინიცინთან და ოკროკოვთანაცო?

„უტიაშვილი“ : კიო

„მერაბიშვილი“: 4 ში და 5 ში ხო?

„უტიაშვილი“ : უტიაშვილი: ეკიტხება ვირაცას : 4 ში და 5 ში? მერე პასუხობს: ოთხშია მარტო

[ არ ისმის]

„მერაბიშვილი“: კარგი, რა უნდა მეკითხა კიდე. და შენ რომ მითხარი განმცხადებელიო, ვინ დადო ეგ განცხადება

„უტიაშვილი“ : ეგ განცხადება დადო ამ ტიპმა რუსეთში

„მერაბიშვილი“: აა, ეპა ამბობს მე მივეცი ფული იმასო?

„უტიაშვილი“ : ჰოჰო

„მერაბიშვილი“: აა, მე ვიფიქრე აბდალაძესთან, ფული ვიპოვეთ იმასთან ხო?

„უტიაშვილი“ : ქურციკიძესთან

„მერაბიშვილი“: და იმათმა თქვეს ფული ჩვენ მივეცითო

„უტიაშვილი“ : ჰო

„მერაბიშვილი“: რუსმა და არა დირექტორმა ხო?

„უტიაშვილი“ : რუსმა რუსმა, ხო

„მერაბიშვილი“: ეგ ვაბშე რა ორგანიზაცია

უტიაშვილია: დიდია რა, ფოტოსააგენტოა დაახლოებით როიტერის ზომის რა, ეგ დაარსეს ერთად დოიჩე პრესმა და ფრანს პრესმა.

„მერაბიშვილი“:: რა ჩათლახები ვართ სწრაფად მივეცით ახლაო ხო

უტიაშვილი: ხო ახლა.. არ ისმის

„მერაბიშვილი“: იცინის

უტიაშვილი: მარა ეს ტიპი სხვა რაღაცას იძახის, რაღაცა ოფისის ხარჯებიც იყოო

„მერაბიშვილი“: ხო მარა.. არ ისმის

უტიაშვილი: ხო, არაფერი არ არის ხო. ხო ეგ არ არი არაფერი, ეგ არ არი მტკიცებულება. მტკიცებულება არი რომ ეგ ქაღალდები ქონდა რა

„მერაბიშვილი“: არი, როგორ არ არი, ფული რომ გაქვს ამხელა

უტიაშვილი: რა დავარქვათ, თუ ახლა ვიტყვით რომ  ამას ხელს აფარებს, გამოვა რომ მთელი ორგანიზაცია

„მერაბიშვილი“: არა, მაგას არ გეუბნები კაცო

უტიაშვილი: ხო, ხო

„მერაბიშვილი“: ნორმალური ადამიანი 9 ათას ევროს სახლში არ აჩერებს ხო

„უტიაშვილი“ : ხო, თუმცა ახლა ეგ მტკიცებულება არ არი

„მერაბიშვილი“: არა, სხვა რაღაცეებთან ერთად ახლა არი და ისე არ არი. სხვა სატელეფონო საუბარი არაფერში არ გამოდგება ხო?

„უტიაშვილი“ : არა, არა, ის ვაბშე თავიდან არ უნდა გვეჩვენებინა რა. ანგარიში გამომიგზავნე, ანგარიშზე ჩაგირიცხავ…

„მერაბიშვილი“: თუმცა ფიზიკურად არც ერთს არ უნდა ეკეთებინათ ხო?

„უტიაშვილი“ : ფიზიკურად არ უნდა ეკეთებინათ გედენიძეს და აბდალაძს. და ქურციკიძეს იძახიან რომ ჩვენც ვაკეთებთ მაგასო,

„მერაბიშვილი“: აბდალაძეს არ უნდა ეკეთებინა ხო?

„უტიაშვილი“ :: არ უნდა ეკეთებინა ხო.

„მერაბიშვილი“: არც აბდალაძეს და არც გედენიძეს ხო? ორივე ხო ის იყო, სახელმწიფოს თანამშრომელი ხო?

„უტიაშვილი“ : ერთი სახელმწიფოს თანამშრომელი იყო ჩოტკად, ეს გედენიძე და ის ალიას ტიპი იყო კონტრაქტით საგარეოსთან. და იყო AP –ს სტრინგერი.

„მერაბიშვილი“:  აა, AP–შიც მუშაობდა? კაი, კაი მოკლედ, კაი.

 

მეორე სატელეფონო ჩანაწერში, რომელიც ასევე „სოროკამ“ გამოაქვეყნა, თითქოსდა საუბრობენ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი.



“Merabishvili”-“Adeishvili” by netgazeti.ge-1


„ადეიშვილი“: ჰო

„მერაბიშვილი“: მეტი რა ვქნათ ახლა

„ადეიშვილი“ არაფერი, აი ახლა უნდა ვნახო ..არ ისმის

„მერაბიშვილი“: მოეტყნათ დედის პროჭი?

„ადეიშვილი“: კი

„ადეიშვილი“: კარგი ახლა

„მერაბიშვილი“: მიშა ატრაკებს რამეს თუ

„ადეიშვილი“: ყველაფერი კარგად არი

„მერაბიშვილი“: ამ აღიარების მერე რამე შეკითხვა ექნება?

„ადეიშვილი“: შეკითხვა აღარა აქვს. ახლა ვნახავ და .. არ იმის, წავალ დავიძინებ

„მერაბიშვილი“: აუ, რა საჩივრებია იცი? გასუქების თუ არ გეშინია

„ადეიშვილი“: ვაა

„მერაბიშვილი“: თუ გინდა რომ არ გასუქდე, არ უნდა წამოხვიდე. მაქ თავს ვერ შეიკავებო

„ადეიშვილი“: კაია, კაი

„მერაბიშვილი“: ბიჭო, როგორი პონტია იცი, ისეთი გრილი ნიავია, ზღვიდან, სულ ნიავია რაა. ვაბსე ვერა გრძნობ სიცხეს. აი ნიავია, ჩქარი კი არ არი, ნიავია რა.

„ადეიშვილი“: კაი ბატონო, კაი

„მერაბიშვილი“: ახლა უთხარი მისა ს და გიგას, არის თუ არა ეს ბილეთი

„ადეიშვილი“: გიგასაც ხომ არ ჯეროდა და აქედან გამომდინარე მას არ ვეტყვი

„მერაბიშვილი“: რა

„ადეიშვილი“: არ ვეუბნები ჯერ

„მერაბიშვილი“: გიგას?

„ადეიშვილი“: ჰო (იცისინის)

„მერაბიშვილი“: რატომ?

„ადეიშვილი“: იმიტომ რომ… არ ისმის

„მერაბიშვილი“: ახლა მე დავურეკავ, ვაგინებ

„ადეიშვილი“: კაი, კაი

 

მესამე გამოქვეყნებულ  ჩანაწერში თითქოს საუბრობენ  ვანო მერაბიშვილი და შსს–ს პრესამსახურის უფროსი შოთა ხიზანიშვილი:


“Merabishvili”- “Khizanishvili” by netgazeti.ge-1

„მერაბიშვილი“: აბა გვითხარი

„ხიზანიშვილი“: ასეთ რაღაცას ამბობს, ზურა ქურციკიძეს ვიცნობ დიდი ხანიაო, მაგრამ ის განსაკუთრებით დამიახლოვდაო მას შემდეგ რაც დავიწყე მუშაობა პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიო და თავიდან მომტხოვა ფოტოების მიცემა მისთვისო პრეზიდენტის ვიზიტების და შეხვედრების შესახებო. და მაში გარკვეულ საზღაურს მიხდიდაო. მერე გარკვეული პერიოდის მერე მითხრაო რომ ამ ფოტოებთან ერთად გამეკეთებინა კომენტარებიცო. ვინ იყო შეხვედრაზე, ვის გადაუღო ფოტოები. და ამისთვსი გამიზარდა ანაზღაურებაო. გარკვეული პერიოდის მერე მომთხვა დამატებითი ინფორმაციის მიწოდებაო, რომელიც უკვე ჩემს ფოტომასალას აღარ ერგებოდაო, ვიცოდი სპეცსამსახურებთან ქონდა კავშირო და მოსკოვში აგზავნიდა ამ ფოტოებს და ვუტხარი უარიო, მაგრამ ფოტოები, რომელიც მიცემული მქონდაო და ფული მქონდა აღებულიო, მითხრა, რომ ამას ჩემს საზინააღმდეგოდ გამოიყენებდაო.

ამის შემდეგ შემეშინდაო დაშანტაჟებისო და ურთოერთობა გავარძელეო. ფულს მიხდიდა თავიდან ნაღდი ანგარიშწორებითო, და ბოლოს მითხრაო საბანკო რეკვიზიტები მომეცი, რომ აწი ანგარიშზე გადმოგირიცხო ფულიო.

„მერაბიშვილი“: … არ ისმის

„ხიზანიშვილი“: კაფეტი. არა ამაზე მეტი არც უნდა იყოს. და შენ ხომ არ შევამციროთ სატელეფონო საუბრები, ქურთაზე რომ არის ლაპარაკი?

„მერაბიშვილი“: ხო

„ხიზანიშვილი“: მე შევამცირე ეგ. შემცირებული ვარიანტი მაქვს. ტყეშლაშვილმა მოუსმინა და ხომ არ გავზარდოთო და. სულ სატელეფონო საუბრები არის სამი წუთი და 10 წამი.

„მერაბიშვილი“: იყოს, იყოს, ყველაფერიც იყოს.  აღიარებაც გაქ. … (არ ისმის) აღიარა?

„ხიზანიშვილი“ მე ახლა წამოვედი, ადეიშვილმა, მოიტა მაჩვენეო და ცოლიც მზად არის რომ გველაპარაკოს.

 

მეოთხე  და მეხუთე ჩანაწერშიც copoka.net-ის მიხედვით საუბრობენ ვანო მერაბიშვილი და შოთა უტიაშვილი:


“Merabishvili”- by netgazeti.ge-1

“Merabishvili”-“Utiashvili”2 by netgazeti.ge-1

საიტზე გამოქვეყნებულ ბოლო ფარულ  ჩანაწერში თითქოსდა საუბრობენ შინაგან საქმეთა მინისტრი და საქართველოს პრეზიდენტი:


“Merabishvili”-“Saakashvili” by netgazeti.ge-1

„მერაბიშვილი“: ალო

„სააკაშვილი“: ჰო?

„მერაბიშვილი“: გიორგაძესთან ვიყავიო.

„სააკაშვილი“: გარიგება დაუდეთ?

„მერაბიშვილი“: არა, კაცო, რა გარიგება დაუდეთ ჯერ. ჯერ ადვოკატმა უნდა მოგვცეს ჩვენება და ტელევიზიით უნდა გამოვიდეს თორე… ეხლა პირობა აქვს მაგას წამოყენბებული, რომ სამ წელზე მეტი არ მომცეთო და ჩვენ ეხლა ვევაჭრებით

„სააკაშვილი“: ჰოდა კაია.

„მერაბიშვილი“: რა გარიგება უნდა დავუდოთ. თუ ტელევიზორში გამოვა და რაღაცას იტყვის შეიძლება მერე ორი წელი მივცეთ. Mმერე თუ კიდევ რაღაცას იტყვის კიდევ ერთი წელი. ვაფშე, მამენტ, თუ ყველაფერს მოყვება შეიძლება გარიგებაც დავუდოთ.

„სააკაშვილი“: ჰო

„მერაბიშვილი“: 2002 წელში დამავერბოვკეს ცხინვალში რუსებმაო. რა გინდოდა ცხინვალში 2002-შიო? Kკონტრაბანდა გადმომქონდაო

სააკაშვილი: დაჭერილი ყავდათ.

მერაბიშვილი: კონტრაბანდა გადმომქონდა და დამიჭირესო.

პაუზაა…..

„მერაბიშვილი“: ალო?

„სააკაშვილი“: ჰოდა ხომ გაბაზრდა მანდ რომ მისცა ჩვენება?

მერაბიშვილი“: სად გაბაზრდა? ჯერ არ გაბაზრებულა. ჯერ ადვოკატის გარეშეა.

„სააკაშვილი“: მეორე ხომ გაბაზრდა?!

„მერაბიშვილი“: მეორე გაბაზრდა, კი. ის გამოვიდა, ბესელია. პირველი ჩვენება მისცაო, მარა ვაჟკაცურად დგასო.

„სააკაშვილი“: (გაურკვეველია რას ამბობს)

„მერაბიშვილი“: სასაცილო ამბავი გითხრა?

„სააკაშვილი“: საფრანგეთში ვარ ხო იცი?!

„მერაბიშვილი“: ვიცი. ვიცი სადაც დგეხარ. (იცინის)  —–კაცი ხარ და ვაჟკაცივით უნდა იყოო რა.

„სააკაშვილი“: ჰო

„მერაბიშვილი“: მე ასეთი ქმარი არ მინდაო, შერცხვენილი გამოვიდეს ციხიდანაო.

„სააკაშვილი“: ჰო

„მერაბიშვილი“: ისაო, რა ქვიაო, თუ საჭიროა იჯექიო ოღონდ ვაჟკაცი გამოდიო. (იცინის)

„სააკაშვილი“: ჰო, აბა რა იქნება ეხლა.

„მერაბიშვილი“: არა, მოკლედ ეხლა ეგ ვაჭრობს რა, სამი წელი და რაღაცეები. რა ვიცი, ეხლა პროკურატურა როგრც იტყვის ეგრე იქნება.

„სააკაშვილი“: ჰო, ნუ, მოსაფიქრებელი გაქვთ. თავისთავად კარგია რა…

„მერაბიშვილი“: კარგი არ არის მარა მეორე მხრივ ცუდია. ეგ დ—ები ყველა აგენტები როგორ არიან?!

„სააკაშვილი“: ეგენი არიან იმ თაობის ხალხი, რომლებიც.. ყველანი ეგენი…

„მერაბიშვილი“: ჰო, ყველანი ეგენი არიან… მაშინ ვინც იყვნენ, 90-იან წლებში ვინც რამე იყო

„სააკაშვილი“: მაშინ რუსები ბოლომდე დედას გვ..

„მერაბიშვილი“: ვინც უშიშროების მინისტრი იყო მოვიდა და გვეუბნებოდა რუსების კაცი ვარო და დამტოვეთო და რა გიკვირს?!

„სააკაშვილი“: ეგეთი დრო იყო. ეგეთი ხალხი იყო, ამიტომაც ვერ გავითარდა და ეგეთები არიან ჩარჩენილი წარსულში. Mმაგრამ მაგ თაობაში აღარ არის კაცი. Eეგ არის მაგათი პრობლემა.

„მერაბიშვილი“: ჰო, მაგრამ ეგენი ახალი თაობა მეგონა. ჩემზე ახალგაზრდები არიან ეგ დ—-ბი.

„სააკაშვილი“: ჰო, მაგრამ ეს მაინც ის თაობაა.

„მერაბიშვილი“: რა ვიცი მაგათი …..

 

 


საუბრის ჩანაწერის time-code ფრაგმენტი
საუბრის ჩანაწერის time-code ფრაგმენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი