ახალი ამბები

ინგა გრიგოლია აცხადებს, რომ დავით ლორთქიფანიძეს ეთერს არასოდეს დაუთმობს

28 მარტი, 2016 • 2594
ინგა გრიგოლია აცხადებს, რომ დავით ლორთქიფანიძეს ეთერს არასოდეს დაუთმობს
ჟურნალიტმა ინგა გრიგოლიამ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში, საკუთარ გადაცემაში განაცხდა, რომ იგი არასოდეს დაუთმობს ეთერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, დეპუტატ დავით ლორთქფანიძეს.
“ეს არის შემთხვევა, როცა მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დეპუტატ ლორთქიფანიძეს, როემლიც მსგავსი ზნეობის ფარლებში მეტყველებს და მოქმედებს, აღარასოდეს დავუთმო ჩემი გადაცემის პირდაპირი ეთერიდან არც ერთი წამი. დეპუტატის განცხადება, რომელიც თურმე ჟურნალისტის შვილის ცხოვრებით ინტერესდება, ჩემთვის არის უფრო მეტი, ვიდრე მუქარა. დანარჩენს კი, იმედი მაქვს, გამოძიება გაარკვევს,” – განაცხადა ჟურნალისტმა.
მანვე განმარტა, რომ ეს დავით ლორთქიფანიძის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო მოხდა:
“გაზეთ ქრონიკასთან ინტერვიუში იგი ჩემს შვილზე საუბრობს და ამბობს, რომ პრესაც და ტელევიზიაც იქნება ინფორმირებული, რატომ აქვს ინგა გრიგოლიას შვილს აგრესია და საიდან მოდის ეს ყველაფერი,”- ამბობს გრიგოლია.
2016 წლის 14 მარტს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები კიდევ ერთხელ გავრცელდა. კადრებს მოჰყვებოდა წარწერა, სადაც გრიგოლიას და რამდენიმე პოლიტიკოსს ემუქრებოდნენ მსგავსი კადრების გამოქვეყნებით იმ შემთხვევაში, თუკი თანამდებობებს არ დატოვებდნენ. ამის პასუხად გრიგოლიამ განაცხადა, რომ ჰყავს შეყვარებული და შანტაჟის არ ეშინია. 25 მარტს დავით ლორთქიფანიძემ გრიგოლიას შემდეგნაირად მიმართა – “გამარჯობა, შეყვარებულო ქალბატონო ინგა”, მოგვიანებით კი გაზეთთან ინტერვიუში გააკეთა განცხადება ჟურნალისტის შვილთან დაკავშირებით.
გრიგოლია აცხადებს, რომ ეს საკითხი გამოძიების საგანი უნდა გახდეს:
“ვურთდები არასამთავრობოების მოთხოვნას, რომ გამოძიებამ გაარკვიოს, რა დეტლებს შეიძლება ფლობდეს დეპუტატი ლორთქიფანიძე ჩემი ან ჩემი შვილის ცხოვრების შესახებ, ან რას ნიშნავს მისი მხრიდან ეს უცნაური ხაზგასმები ჩემს პირად ცხოვრებაზე. საერთოდ, მაინტერესებს, ვინ ეკითხება დაპუტატს ადამაინების პირადი ცხოვრების ამბებს, რა იცის ასეთი, სცდება თუ არა თავისი ინტერვიუებთ ეთიკასა და დეპუტატის უფლბა-მოვალეობას. მაინტერესებს, რატომ ემთხვევა ასე უცნაურად მისი ტექსტი და მუქარა-გამოხტომები დროსა და სივრცეში დაანონსებული ფარული კადრებით შანტაჟს,” – ამბობს ინგა გროიგოლია.
მედიის განვითარების ფონდი (MDF) აცხადებს, რომ ლორთქიფანიძის განცხადებებზე “პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ პოლიტიკურმა გუნდმა, რომლსაც ის წარმოდგენს და ვისი სახელითაც მიმართავს საზოგადოებას”.
“პარლამენტის წევრის დავით ლორთქიფანიძის საჯარო განცხადება ჟურნალისტის პირად ცხოვრებასთან მიმართებაში და შემდგომ ამ თემის უკვე მისი შვილის მისამართით განვრცობა, არის არა მხოლოდ ადამიანური ეთიკის ფეხქვეშ გათელვა, არამედ უდიდესი პოლიტიკური საფრთხის შემცველი ქმედება, რომელიც ხელყოფს როგორც ცალკეული პიროვნების, ისე მთელი საზოგადოების ფუნდამენტურ უფლებებს და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას,”- აცხადებს ორგანიზაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი