ახალი ამბები

“ეს შენ გეხებას” წარმომადგენლების აზრით, პროკურატურამ მეჭიაური და ლორთქიფანიძე უნდა დაკითხოს

28 მარტი, 2016 • 1084
“ეს შენ გეხებას” წარმომადგენლების აზრით, პროკურატურამ მეჭიაური და ლორთქიფანიძე უნდა დაკითხოს

კამპანია “ეს შენ გეხებას” მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პროკურატურას დეპუტატების დავით ლორთქიფანიძისა და თამაზ მეჭიაურის დაკითხვისაკენ მოუწოდებენ. არასამთავრობოების წარმომადგენლების აზრით, ბოლოდროინდელი საჯარო განცხადებებით შეიქმნა შთაბეჭიდლება, რომ შესაძლოა დეპუტატებმა ფარული ვიდეოკადრების საქმეზე დამატებითი დეტალები იციან.

“რატომ არის ამ ადმაიანებისთვის ცნობილი დმაატებითი ინფორმაცია, უნდა გახდეს პროკურტაურის მხრიდან შესწავლის საგანი. თუმცა მათთან მიმართებაშის ხვა რეჟიმი მოქმედებს, რადგან ისინი პარლამენტის წევრები არიან”, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი, საიას ხელმძღვანელი რუსთავი 2-თან საუბარში.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს განცხადებები შეიძლება იყოს იმის მიმანიშნებელი, რომ ამ დეპუტატებისაგან [პროკურატურა] მეტი ინფორმაცია მიიღოს”, – აცხადებს ზვიად დევდარიანი, “სიდას” ხელმძღვანელი.

“ბატონი დავით ლორთქიფანიძის განცხადებიდან შეიქმნა ისეთი შთაბეჭდილება, რომ მას გარკვეული ინფორმაცია აქვს ამ ვიდეომასალებთან დაკავშირებით”, – ამბობს გიორგი გოცირიძე, საიას იურისტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი