ახალი ამბები

ფოტორეპორტიორთა საქმე “New-York Times”-ში

1 აგვისტო, 2011 • 1428
ფოტორეპორტიორთა საქმე “New-York Times”-ში

ელენ ბარის ანალიტიკურ სტატიას სათაურით “ჯაშუშების საქმე და ეროვნული რორშაჰის ტესტი საქართველოში” “The New-York Times” აქვეყნებს.

“საქმემ ქართულ საზოგადოებაში სერიოზული განხეთქილება გამოიწვია. არიან ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ რუსეთის აგენტებმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უახლოს გარემოცვაში შეაღწიეს და არიან ისეთებიც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მთავრობამ უდანაშაულო ადამიანები რუსეთთან საკუთარ პრეტენზიებში ჩაითრია.

დასავლელი ჩინოვნიკების მხრიდან, რომლებმაც უნდა განსაზღვრონ, ღირს თუ არა რუსეთთან კონფლიქტი ქართული ბრალდებების გამო, ფრთხილი შეფასებები გაისმა.

„ბრალდებები უფრო ირიბი ხასიათისაა, ვიდრე პირდაპირი, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ რაღაც უფრო მეტი არსებობს“, – განაცხადა დასავლელმა დიპლომატმა, რომელმაც საქმეს „ამ საზოგადოებისთვის ერთგვარი რორშაჰის ტესტი“ უწოდა. “ნამდვილი ტრაგედია არის საზოგადოებრივი ნდობის კოროზია სამართალდამცველი და განსაკუთრებით სასამართლო სისტემის მიმართ“, – თქვა დიპლომატმა, რომელმაც პროტოკოლის თანამხად ანონიმად დარჩენა ისურვა”,–ნათქვამია სტატიაში.

ფოტოგრაფთა საქმეზე სტატიის სრულ ქართულ ვერსიას “ფორინპრესი” აქვეყნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი