ახალი ამბები

თალიბებმა NATO –ს კიდევ ორი ჯარისკაცი მოკლეს

30 ივლისი, 2011 • 1054
თალიბებმა NATO –ს კიდევ ორი ჯარისკაცი მოკლეს

ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში თალიბების მიერ NATO-ს ორი ჯარისკაცი, ავღანეთის ადგილობრივი არმიის შვიდი სამხედრო მოსამსახურე და თარჯიმანი არიან მოკლული.–იუწყება ბი–ბი სი დღეს, 30 ივლისს.

NATO–ს ჯარისკაცთა ვინაობა, წარმომავლობა და ასაკი ჯერჯერობით უცნობია.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში ავღანეთში თალიბთა თავდასხმების შედეგად 30 –მდე ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ბი–ბი–სი–ის ადგილობრივი რეპორტიორი და ავღანეთის ქალაქ კადაგარის მერი.

პოლიტიკური ექსპერტები ავღანეთში თალიბთა გააქტიურებას NATO-ს ჯარისკაცთა ადგილობრივი სამხედრო მოსამსახურეებით ეტაპობრივად ჩანაცვლების გადაწყვეტილებას უკავშირებენ.

აშშ ავღანეთიდან თავისი სამხედრო კონტინგენტის გამოყვანას 2014 წლამდე ეტაპობრივად გეგმავს. ავღანეთიდან ჯარისკაცების გამოყვნას საფრანგეთიც აპირებს. ამის პარალელურად საქართველო ზრდის ავღანეთში სამხედროთა კონტინგენტს.

საქართველოდან ავღანეთში დღესდღეობით 935 სამხედრო მოსამსახურე მსახურობს. იქ მომსახურეთა რაოდენობის მიხედვით, ნატოს პარტნიორ ქვეყნებს შორის საქართველო მეორე ადგილზეა ავსტრალიის შემდეგ.

ავღანეთში მოსამსახურე ქართველ ჯარისკაცთა უმრავლესობა ავღანეთის სამხრეთით, ჰელმანდის პროვინციაშია, რომელიც ავღანეთში ყველაზე ცხელ წერტილად და არასტაბილურ პროვინციად არის მიჩნეული.

 

ამავე თემაზე: ნიკა ჩიტაძე: “ქართველ ჯარისკაცთა რიცხვი ავღანეთში აღარ უნდა გაიზარდოს”


მასალების გადაბეჭდვის წესი