ახალი ამბები

მოერიდეთ მზეს

29 ივლისი, 2011 • • 16166
მოერიდეთ მზეს

საქართველოში უახლოეს ერთ კვირაში ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე ცელსიუსი გრადუსით კიდევ მოიმატებს და ზოგიერთ დასახლებაში 42˚-საც კი მიაღწევს.

მსოფლიო ამინდის არხის პროგნოზის მიხედვით, დღეს თბილისში ჰაერის ტემპერატურა  38˚C, შაბათს – 39˚C, კვირას კი  – 41˚C იქნება.

ამინდის პროგნოზის შესახებ სხვადასხვა წყაროები ერთმანეთისგან განსხვავებულ ინფორმაციებს ავრცელებენ, თუმცა, ზოგადი სურათი ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება. ცდომილება მხოლოდ 2-3˚C-ია. აღნიშნული მონაცემებით, უახლოესი ერთი კვირის მანძილზე ჰაერის ტემპერატურა საქართველოს დიდ ქალაქებსა და ზღვისპირეთში 38˚C-ზე ნაკლები არ იქნება, ასევე გამორიცხულია წვიმა.

სპეციალისტები ყველაზე მაღალ ტემპერატურას დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში ვარაუდობენ.  საქართველოს მეტეოროლოგიური სამსახურის მონაცმეებით იქ დღეს 42˚C იქნება.

ასეთი სიცხეების დროს ექიმები მოსახლეობას ურჩევენ, მოერიდონ მზეზე სიარულს, რადგან საშუალო ტემპერატურა მიწის ზედაპირიდან 2 მეტრის სიმაღლეზე, ჩრდილში იზომება და, როგორც წესი, ქუჩაში, მზეზე, ის რამდენიმე ცელსიუს გრადუსით მაღალია.

დასიცხვის თავიდან ასაცილებლად ამ დროს რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება, რა თქმა უნდა, თუ ადამიანს რაიმე ავადმყოფობა არ აწუხებს და სითხის მიღება ექიმის მიერ აქვს შეზღუდული.

მასალების გადაბეჭდვის წესი