ახალი ამბები

“ვასილიო N-ის” ეკიპაჟი მალე საქართველოში დაბრუნდება

29 ივლისი, 2011 • • 1040
“ვასილიო N-ის” ეკიპაჟი მალე საქართველოში დაბრუნდება

სატვირთო გემი „ვასილიო N-ის“, რომელზეც ეკიპაჟის ქართველი წევრები თვეების მანძილზე გემის მეპატრონისგან მიტოვებული ცხოვრობდნენ, აუქციონზე 235 ათასად ევროდ გაიყიდა.  აღებული ფულით ეკიპაჟის წევრების ხელფასების, იურისტების მომსახურებისა და გემზე დაგროვილი დავალიანების გადახდა მოხდება.

„ვასილიონ N-ის“ ეკიპაჟმა გასულ წელს ლიბიაში ცემენტით დატვირთული გემი ჩაიყვანა, თუმცა გზად შტორმში მოყვა, რა დროსაც ტვირთის ნაწილი დასველდა. ტვირთის მიმღებმა მის მიღებაზე უარი განაცხადა, გემის მფლობელმა იტალიურმა კომპანიამ კი ტვირთის დაბრუნება არ ისურვა და ეკიპაჟის წევრები ლიბიის პორტში მეთვალყურეობის გარეშე დატოვა.  2011 წლის გაზაფხულზე ლიბიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ გემის ქართველმა კაპიტანმა მოახერხა მისი ლიბიიდან გაყვანა. „ვასილიო N-ის“ ეკიპაჟს  რამდენიმეთვიანი ლოდინი ამჯერად მალტის ერთ-ერთ პორტში მოუწია, სადაც მათ სასამართლოშიც იჩივლეს, შედეგად კი, გემის აუქციონზე გაყიდვის ნებართვაც მიიღეს.

გემის გაყიდვიდან შემოსული 235 ათასი ერვოს ნაწილი -100 ათასი ევრო სასამართლო ხარჯებისთვის იქნება გამოყოფილი, ნაწილი – საწვავისა და საკვებისთვის დადებული ვალის გასტუმრებას, დანარჩენი თანხა – 106 ათასი ევრო კი ეკიპაჟის წევრთა იმ ხელფასების დაფარვას მოხმარდება, რომელიც მათ თვეების მანძილზე არ მიუღიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი