Interviewsახალი ამბები

ნარმანია: თბილისში მრავალსართულიანი პარკინგების ასაშენებლად ტენდერები გამოცხადდება

26 მარტი, 2016 • 1581
ნარმანია: თბილისში მრავალსართულიანი პარკინგების ასაშენებლად ტენდერები გამოცხადდება

თბილისის მერ დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისში რამდენიმესართულიანი პარკინგის შენობების ასაშენებლად ტენდერები გამოცხადდება.

დავით ნარმანიას განცხადებით, C.T. Park-ს ის ადგილები ჩამოერთვა, რომლებსაც პარკინგისთვის იყებენდნენ, რაც ქვეითებს გადააგილებაში ხელს უშლიდა, თუმცა მათ კიდევ დარჩათ 1500-მდე ადგილი.

“დაახლოებით 1500-მდე ადგილი კიდევ აქვთ მათ დარჩენილი და ეტაპობრივად გაუქმდება ამ ადგილებზე პარკირება. თუმცა, მეორე მხრივ, ეს არის დისკომფორტი ავტომობილების მფლობელებისთვის. ამიტომ ჩვენ შემხვედრი ღონისძიებაც დავიწყეთ და დედაქალაქში მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობასთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია მზადდება, რომელიც დაახლოებით სამ კვირაში ჩაბარდება თბილისის მერიას  და ამის მიხედვით მოვამზადებთ საინვესტიციო პროექტებს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი