ახალი ამბები

ბათუმის სასამართლოში მომხდარი ინციდენტის გაგრძელება

28 ივლისი, 2011 • 1067
ბათუმის სასამართლოში მომხდარი ინციდენტის გაგრძელება

დღეს, 28 ივლისს, ბათუმის სასამართლოში მომხადარი ინციდენტის შემდეგ ადვოკატ რომან პაპიძეს პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით უწყება ჩააბარეს.

ადვოკატ ირაკლი შავაძის ინფორმაციით, რომელიც ადვოკატ რამინ პაპიძესთან ერთად ბათუმში  21 მაისის აქციის დროს დაკავებულთა ინტერესებს იცავს, რამინ პაპიძეს პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით უწყება ჩააბარეს.

“უნდათ, დღევანდელ ინციდენტს ისეთი მსვლელობა მისცენ, თითქოს ადვოკატმა სასამართლო პროცესის მსვლელობისას წესრიგი დაარღვია. მას იბარებენ სასამართლოში და დაკავებას უპირებენ”, –აცხადებს ადვოკატი ირაკლი შავაძე.

21 მაისის აქციის დროს ექვსი დაპატიმრებული მოქალაქის სასამართლო პროცესზე, რომელიც დღეს, 28 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა, მანდატურებმა ადვოკატი, რამინ პაპიძე სცემეს. აღნიშნულს ადასტურებენ როგორც ადვოკატი, ასევე თვითმხილველები.

“როგორც თვითმხილველები ყვებიან, სასამართლო პროცესზე მანდატურებმა სცემეს ერთ–ერთი ბრალდებულის ადვოკატი. ყოველივე ამას კი წინ უსწრებდა ის, რომ ადვოკატი ითხოვდა მოსამართლე ვერა დოლიძის აცილებას, ასევე ითხოვდა დაეფიქსირებინათ სხვადასხვა გარემოებაზე, რომ იყო უკანონობა. ამ მოთხოვნების შემდეგ ადვოკატს მოსამართლემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დააჯარიმა. (ამ დროის მანძილძე მთლიანობაში ის სამი ათას ლარზე მეტი თანხის ოდენობით არის დაჯარიმებული). ადვოკატმა ჩემთან საუბარშიც დაადასტურა, რომ მანდატურებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მაშინ, როდესაც ადვოკატმა ყოველივე ზემოთაღნიშნულის შესახებ სხდომის ოქმში ჩაწერა მოითხოვა. ამ დროს მას მისცვიდვდნენ მანდატურები და სცემეს. პროტესტის ნიშნად სასამრთლო დარბაზი სხვა დამსწრეებმაც დატოვეს, სასამართლო პროცესი საბოლოოდ ჩაიშალა”, –ამბობს “ბათუმელების” რედაქტორი ეთერ თურაძე.

ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ თავად მანდატურები.

მასალების გადაბეჭდვის წესი