ახალი ამბები

აქცია “ნუ ებრძვით მედიას!”[video]

28 ივლისი, 2011 • • 1038
აქცია “ნუ ებრძვით მედიას!”[video]

დღეს, 28 ივლისს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ჟურნალისტთა საინიციატივო ჯგუფმა გამართა აქცია სახელწოდებით  – “ნუ ებრძვით მედიას!”

ჟურნალისტები ეკონომიკის სამინსიტროსგან თბილისის სატელევიზიო ანძის მართვის უფლებით გადაცემის პროცესთან დაკავშირებით მეტ გამჭვირვალობას მოითხოვენ. აქციის მონაწილეებიის თქმით, მათ არა აქვთ ინფორმაცია ანძის სამომავლო ბედთან დაკავშირებით. ტელეკომპანია ”კავკასიის” საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნინო ჯანგირშვილის თქმით, გაურკვეველია, რა იყიდება- ტელეანძების თუ რესტორნების ქსელი. გაზეთ ”რეზონანსის” რედაქტორი, ელისო ჩაფიძე კი აღნიშნავს, რომ  ანძის ახალმა მმართველმა არ უნდა გააძვიროს ტარიფები დამოუკიდებელი ტელეკომპანიებისათვის.

ჟურნალისტებმა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში უკვე შეიტანეს განცხადება, რომელიც მოიცავს ორ ძირითად მოთხოვნას: 1. ტენდერის ან კონკურსის გამოცხადება 2. პირობების გამჭირვალობა. ელისო ჩაფიძემ განაცხადა, რომ მათი მოთხოვნები კანონიერია და  ისინი ბრძოლას არ შეწყვეტენ.

რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება თბილისის ანძის გაყიდვას აპირებს, თუმცა, მინისტრმა ვერა ქობალიამ ჟურნალისტებს 26 ივლისს განუცხადა, რომ თბილისის ანძა არ იყიდება და ის ოთხწლიანი მართვის უფლებით რომელიმე კომპანიას აუქციონზე გადაეცემა. მისი თქმით,”ეს პროცესი მთლიანად გამჭვირვალე და ტრანსპარატულია და ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს, აუქციონში მიიღოს მონაწილეობა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი