ახალი ამბები

თამთა ლიპარტელიანი გარდაცვლილთა შორის აღმოჩნდა

28 ივლისი, 2011 • • 1903
თამთა ლიპარტელიანი გარდაცვლილთა შორის აღმოჩნდა

ნორვეგიაში, ახალგაზრდულ ბანაკში მასობრივი მკვლელობის შემდეგ დაკარგული თამთა ლიპარტელიანი ნორვეგიის პოლიციამ დაღუპულებს შორის რამდნეიმე წუთის წინ იპოვა. ამის შესახებ ნეტგაზეთს დანიაში დაქართველოს საელჩოში განუცხადეს.

საელჩოს წარმომადგენლის თქმით, ლიპარტელიანის ამოცნობა დნმ-ის ანალიზისა და თითის ანაბეჭდების შმეოწმების შემდეგ მოხდა.  ამ ხნის განმავლობაში ქართული მხარე სწორედ დნმ-ის ანალიზის პასუხს ელოდებოდა. საელჩოში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, როდის მოხდება გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენება.
კუნძულ უტოიაზე, სადაც 22 ივლისს მასობრივი მკვლელობა მოხდა, თამთა ლიპარტელიანთან ერთად მისი მეგობარი ნათია ჩხეტიანიც იმყოფებოდა და ის უვნებლად გადარჩა.

ნორვეგილემა ულტრამემარჯვენე ფანატიკოსმა, ანდერს ბრეივიკმა, 22 ივლისს ნორვეგიაში მასობრივი მკვლელობა მოაწყო, რა დროსაც 70-მდე ადამიანი დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი