ახალი ამბები

ანდრია ურუშაძე: საქართველოში ჰეპატიტის მკურნალობის ფასი მაღალია

28 ივლისი, 2011 • 1044
ანდრია ურუშაძე: საქართველოში ჰეპატიტის მკურნალობის ფასი მაღალია

ჰეპატიტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, “ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი” და კოალიცია “ადამიანის უფლებები ჯანდაცვის სფეროში”, ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოსა” და “მსოფლიო ექიმები – საფრანგეთის” მხარდაჭერით,  სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” მრგვალ მაგიდას მართავენ.

შეხვედრაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი მონაწილეობს. ანდრია ურუშაძის თქმით, “საქართველოში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჰეპატიტის მკურნალობის ფასი მაღალია, თუმცა გვაქვს პრევენციული ღონისძიებების თანმიმდევრული პოლიტიკა და ეს არის ამ კუთხით ჩვენი მთავარი მიმართულება.”

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ბოლო 20 წლის განმავლობაში ჰეპატიტით დაავადების  ძირითად რისკჯგუფში არიან ნარკოტიკების ინტრავენური მომხმარებლები.

“იყო, აგრეთვე, შემთხვევები, როდესაც სამედიცინო მანიპულაციების შედეგად ინფიცირდებოდნენ. ჩვენ გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრატეგია, რომელიც, ძირითადად, პრევენციულ ღონისძიებებს გულისხმობს – ეს არის უსაფრთხო სისხლის პროგრამა, ჩანაცვლების თერაპია და ჯანსაღი კვების წესის პროპაგანდა”, – აცხადებს ანდრია ურუშაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი