ახალი ამბები

ნორვეგიაში დაკარგული თამთა ლიპარტელიანის ძებნა ისევ გრძელდება

28 ივლისი, 2011 • 900
ნორვეგიაში დაკარგული თამთა ლიპარტელიანის ძებნა ისევ გრძელდება

ნორვეგიაში დაკარგული თამთა ლიპარტელიანის ძებნა ისევ გრძელდება. ნორვეგიაში იმყოფებიან თამთა ლიპარტელიანის მშობლებიც.

დანიაში საქართველოს კონსულის, ნონო ქოჩორაშვილის თქმით, ქართველი დიპლომატები აქტიურად თანამშრომლობენ ნორვეგიელ სამართალდამცავებთან, თუმცა ამ ეტაპისთვის ოფიციალური ინფორმაცია დაკარგული თამთა ლიპარტელიანის შესახებ ისევ არ არსებობს.

“ამ ეტაპზე პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს გარდაცვლილი ადამიანების იდენტიფიცირება. იმედი გვაქვს, ახლო მომავალში შესაძლებელი გახდება ოფიციალური ინფორმაციის მოპოვება”, –განაცხადა ნინო ქოჩორაშვილმა.

ამავე თემაზე: თამთა ლიპარტელიანს ნორვეგიაში ამ დრომდე ეძებენ

ბრეივიკი: შევხდებოდი პაპს და პუტინს

მასალების გადაბეჭდვის წესი