ახალი ამბები

გერმანიამ E. coli-ს ვირუსი დაამარცხა

26 ივლისი, 2011 • • 1206
გერმანიამ E. coli-ს ვირუსი დაამარცხა

გერმანიის დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ინსტიტუტმა გამოაცხადა, რომ ნაწლავური ინფექციის გამომწვევი ვირუსი E. coli დამარცხებულია. როიტერსის ინფორმაციით, ბოლო სამი კვრის მანზილზე ამ ინფექციით დაავადების არც ერთი შემთხვევვა გერმანიაში არ დაფიქსირებულა.

რობერტ კოჰის სახელობის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ინსტიტუტის პროფესორის, რაინარდ ბურგერის თქმით, “E. coli-ს ეპიდემია ევროპაში დასრულდა.” დაავადება ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში რამდენიმე თვის წინ გავრცელდა და ამ ვირუსით ევროპის მოსახლეობის 1/4 დაავადდა, რასაც ათეულობით ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა.

ეპიდემიის წყაროდ სხვადასხვა სახის ბოსტნეული სახელდებოდა, მათ შორის იყო კიტრი. საბოლოოდ კი დაასკვნეს, რომ E. coli-ის ვირუსის მატარებელი ეგვიპტიდან იმპორტირებული ნელსაცხებლები იყო, რის გამოც 2009-11 წლებში წარმოებული ნელსაცხებლების იმპორტი ეგვიპტიდან ევროპაში შეწყდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი