ახალი ამბები

ვოლსკი: “ქართულ ოცნებაში” ღარიბაშვილის დაბრუნება საერთოდ არ განიხილება

24 მარტი, 2016 • 1249
ვოლსკი: “ქართულ ოცნებაში” ღარიბაშვილის დაბრუნება საერთოდ არ განიხილება

“ქართული ოცნების” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, გია ვოლსკი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის “ქართულ ოცნებაში” დაბრუნება საერთოდ არ განიხილება. ამის შესახებ მანდ “TV პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა:

“მეგობარზე, ვისთან ერთადაც გარკვეული პერიოდი გაქვს გავლილი, რომ გეკითხებიან -დაბრუნდება, თუ არა, ჩვენგან  ხელებს არავინ გაასავსავებდა და არ იტყოდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან ურთიერთობა გამორიცხულია.  ამ ქვეყანაზე გამორიცხული არაფერია, მაგრამ საერთოდ არ განიხილება ეს თემა. ირაკლის თავისი გეგმები აქვს, ამის შესახებ [პოლიტიკაში დაბრუნების] არ ვიცი. რასაკვირველია, კარგი ურთიერთობა გვაქვს და საკითხი არ არსებობს, რომელზეც ირაკლისთან არ შეიძლებოდეს დალაპარაკება.  მე როგორც მივხვდი, ბატონმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუკი ეს თემა დადგება, ეს კონსულტაციების საფუძველზე შეიძლება გადაწყდეს. მანაც ვერ გადაჭრა ასე უცებ ურთიერთობის ეს ხაზი და აქედან გამომდინარე წარმოიშვა ეს ახალი თემა, მაშინ, როცა უამრავი სხვა საკითხი არის მნიშვნელოვანი.”

23 მარტს “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარტია ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან კონსულტაციებს გამართავს:

“ჩვენ აუცილებლად გვექნება კონსულტაციები და ამ კონსულტაციების შედეგად გაირკვევა ის, თუ როგორი იქნება ყოფილი პრემიერის და თავმჯდომარის ჩართულობა ჩვენს სამომავლო საქმიანობაში.”

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი