ახალი ამბები

დღეს მთავრობის სხდომა გაიმართება

26 ივლისი, 2011 • • 965
დღეს მთავრობის სხდომა გაიმართება

დღეს, 26 ივლისს, მთავრობის სხდომაა დაგეგმილი, რომელზეც 33 საკითხი უნდა განიხილონ, მათგან ერთი კი საიდუმლოა

მთავრობის სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორისაა მთავრობის განკარგულების პროექტი „შპს ენგურჰესს“, „შპს ვარდნიჰესების კასკადსა“ და ABB Avanguard AD- ს,  Aeva T&D India Limited-ს , Siemens AG-სა და Trench  FRANCES SAS-ს  შორის დასადები ხელშეკრულების თაობაზე. საკითხის მთავრობის სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური წარადგენს. ის წარმოადგენს მთავრობის განკარგულების კიდევ ერთ პროექტს ცაგერის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ.

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ასევე დაგეგმილია ცვლილებების შეტანა  მთავრობის მიერ  2010 წელს მიღებულ დადგენილებაში, რომელიც ეხება „სვანეთის განვითარების მიზნით სამთავრობო კომისიის“ შექმნას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია განსახილველად წარმოადგენს მთავრობის განკარგულების კიდევ ერთ პროექტს, რომელიც ეხება „საქართველოს მსოფლიო მემკვიდრეობის სამთავრობო კომისიის“ შექმნას.

განსახილველ საკითხებს შორისაა,  „შავი ზღვის ელექტრო გადამცემი ხაზის“ პროექტისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ განოყოფილი კრედიტიდან 25 მილიონი ევროს გამოყოფის საკითხი ენერგეტიკის სფეროში სხვადასხვა პროექტების დაფინასებისთვის.

მთავრობის სხდომაზე ასევე უნდა განიხილონ ეკონომიკის სამინისტროსთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დამატებითი თანხის გამოყოფის საკითხი.

მასალების გადაბეჭდვის წესი